Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

139-ე სკოლაში ბავშვები ავად გახდნენ


139-ე სკოლაში ბავშვები ავად გახდნენ
please wait

No media source currently available

0:00 0:03:02 0:00

თბილისის 139-ე სკოლის 11 მოსწავლე და ერთი მასწავლებელი მოულოდნელად ცუდად გახდნენ და სამედიცინო დამხმარება დასჭირდათ. ექვსი არასრულწლოვანი საავადმყოფოში გადაიყვანეს და შემდეგ კვლავ შინ გაუშვეს. ბავშვები და მასწავლებელი თავბრუსხვევას, გულისრევის შეგრძნებას, სისუსტეს უჩიოდნენ. ადგილზე მობილიზებული იყო სამედიცინო დახმარების რამდენიმე ბრიგადა და პოლიცია. სამართალდამცველებმა სასწავლო პროცესი შეწყვიტეს, სკოლა დაცალეს და ყვითელი ლენტით შემოსაზღვრეს. ბავშვების მდგომარეობა სტაბილურია. თუმცა, ექიმები ჯერჯერობით ვერ ამბობენ, რამ გამოიწვია მათი ჯანმრთელობის გაუარესება. შსს-ს ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება 248-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური წესების დარღვევას.

XS
SM
MD
LG