Accessibility links

logo-print

მალე თბილისის კინოფესტივალი დაიწყება


თბილისში 1-7 დეკემბერს მე-15 საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება. ამის თაობაზე კინოფესტივალის ორგანიზატორებმა 27 ნოემბერს განაცხადეს. ასევე გაიმართება ეროვნული კონკურსი, რომელშიც მხოლოდ ქართული წარმოების სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმები მიიღებენ მონაწილეობას. ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია მასტერკლასებიც, რომლებსაც სპეციალურად მოწვეული კინოპროფესიონალები ჩაატარებენ. ფესტივალში ქართული და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოტანილი122 ფილმი მონაწილეობს. საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებულებს გადაეცემათ მთავარი პრიზები: „ოქროს პრომეთე“ საუკეთესო ფილმისთვის და „ვერცხლის პრომეთე“ - საუკეთესო რეჟისურისთვის.

XS
SM
MD
LG