Accessibility links

logo-print

პროფკავშირებმა ასობით ადამიანი გამოიყვანეს ქუჩაში


1 მაისს, მშრომელთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, პროფკავშირების წარმომადგენლებმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მასობრივი მსვლელობა მოაწყვეს. აქციის მონაწილეები საბოლოოდ პარლამენტთან შეიკრიბნენ და შრომის პირობების გაუმჯობესება, შრომის ინსპექციის შექმნა მოითხოვეს. აქციას ასობით ადამიანი ესწრებოდა, მათ შორის იყვნენ სტუდენტები და ბავშვები. გაერთიანებული პროფესიული კავშირების ხელმძღვანელი ირაკლი პეტრიაშვილი ამბობს, რომ საქართველოში მშრომელთა უფლებები მასობრივად ირღვევა, ასევე გრძელდება იმ პირების დევნა, რომლებიც პროფკავშირების წევრები არიან.

XS
SM
MD
LG