ვეტერანები შეღავათების აღდგენას ითხოვენ
თბილისში, გმირთა მემორიალთან ომის ასამდე ვეტერანი შეიკრიბა. ისინი მთავრობისგან ითხოვენ, აღდგეს გაუქმებული სოციალური და სხვა შეღავათები. აქციის მონაწილეების თქმით, საქართველოში ცხოვრობენ როგორც მეორე მსოფლიო ომის, ასევე აფხაზეთისა და ოსეთის ომების მონაწილეები, რომელთა დიდი ნაწილი უკვე ასაკშია და ფინანსური პრობლემები აქვს. მათი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ვეტერანები აქციების გაგრძელებას აპირებენ.