Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვილნიუსში ნატოს სამეთაურო ცენტრი გაიხსნა


ნატოს ახალი ცენტრის გახსნა ვილნიუსში
ნატოს ახალი ცენტრის გახსნა ვილნიუსში

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ვილნიუსში გახსნა აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი ახალი სამეთაურო ცენტრი. ლიტვის დედაქალაქში ნატოს სამხედრო მოსამსახურეები განთავსდებიან. ნატოს ცენტრი ვილნიუსში მეექვსეა ბულგარეთში, ესტონეთში, ლატვიაში, პოლონეთსა და რუმინეთში გახსნილი ცენტრების შემდეგ.

ცენტრის გახსნის ცერემონიალს ესწრებოდა ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე. იგი მიესალმა ცენტრის შექმნას და განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში ცენტრი ჯარების სწრაფ და ეფექტიან განლაგებას უზრუნველყოფს. თავის მხრივ, ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ახალი ცენტრი მეტი სოლიდარობისა და სამხედრო მზადყოფნისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება.

ნატოს ძალების ექვსი ახალი ცენტრი განკუთვნილია კრიზისის შემთხვევაში სწრაფი რეაგირებისთვის. თითოეულ ცენტრში ნატოს 45-50 სამხედრო იმსახურებს, მათ შორის იმ ქვეყნიდან, რომელშიც ცენტრია განთავსებული.

ნატოს განზრახული აქვს, ექვსივე ცენტრი 2017 წლის შემოდგომისთვის, ნატოს ვარშავის სამიტისთვის ამოქმედდეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG