ბელგრადში აღნიშნავენ ნატოს მიერ დაბომბვის მე-18 წლისთავს
ბელგრადის სამხედრო მუზეუმში გაიმართა იმ სარაკეტო სისტემის ჩვენება, რომლის მსგავსითაც 1999 წელს ჩამოაგდეს ნატოს სამხედრო თვითმფრინავი F-117. S-125 ნევა/პეჩორის სისტემის ექსპოზიციით აღინიშნა ნატოს მიერ იუგოსლავიის ფედერაციული რესპუბლიკის დაბომბვის მე-18 წლისთავი. 1999 წელს ნატოს მიერ განხორციელებულმა დაბომბვამ დაასრულა იუგოსლავიის ჯარების სამხედრო მოქმედებები კოსოვოში ეთნიკური ალბანელების წინააღმდეგ. მუზეუმში ნატოს საჰაერო კამპანია წარმოდგენილია, როგორც აგრესია.
დაწერეთ კომენტარი