Accessibility links

logo-print

თბილისის ვარაუდით, მას თურქეთთან სავიზო რეჟიმის გამკაცრება არ შეეხება


სარფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი

სარფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ვარაუდობენ, რომ 1 თებერვლიდან თურქეთის მიერ სავიზო რეჟიმის გამკაცრება საქართველოს არ შეეხება. თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო კალანდაძემ განაცხადა, რომ თურქეთი შესაძლოა, ფიქრობდეს სავიზო შეზღუდვების დაწესებაზე სხვა სახელმწიფოებისთვის, თუმცა, კონკრეტულად საქართველოსთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის არსებობითაა დაინტერესებული, რასაც მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობა განაპირობებს.

კალანდაძის თქმით, სავიზო რეჟიმის გამკაცრების საშიშროების შემთხვევაში, საქართველო თურქეთთან კონსულტაციას დაუყოვნებლივ გამართავს.
XS
SM
MD
LG