Accessibility links

logo-print

ევროკავშირი: რუსეთი საფრთხეს უქმნის სირიაში სამშვიდობო დიპლომატიას


სირია

სირია

ევროკავშირმა განაცხადა, რომ სირიაში რუსეთის სამხედრო ჩარევა საფრთხეს უქმნის სამშვიდობო მცდელობებს. სირიაში რუსეთის სამხედრო ოპერაციის შედეგად, ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერის, ფედერიკა მოგერინის აზრით, სათამაშო კარტი სრულიად ახლებურად იქნა არეული. რუსეთის ჩარევას თამაშის შეცვლა მოჰყვა, თქვა იტალიელმა დიპლომატმა ლუქსემბურგში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასაწყისში.

მინისტრები თავიანთ განცხადებაში აფრთხილებენ რუსეთს, სამხედრო ქმედებები მიმართოს ისლამური სახელმწიფოს ექსტრემისტების და არა ზომიერი ოპოზიციის მებრძოლების წინააღმდეგ. იქვე მოგერინიმ გამოთქვა გაფრთხილება, რომ ამ ოპერაციას ახლავს შეშფოთების გამომწვევი ელემენტები, როგორიცაა თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევა. მან რუსეთის შეიარაღებული ძალებისგან მოითხოვა სირიაში ქმედება შეათანხმოს აშშ-ის მეთაურობით მოქმედ ალიანსთან, რომელიც „ისლამურ სახელმწიფოს“ ებრძვის. სხვა შემთხვევაში ჩნდება არა იმდენად პოლიტიკური, არამედ სამხედრო თვალსაზრისის ხიფათი თქვა მან.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებით, სამხედრო ვითარების დაძაბვა შეიცავს კონფლიქტის გახანგრძლივების საფრთხეს, ხელს უშლის პოლიტიკურ პროცესს, ართულებს ჰუმანიტარულ ვითარებას და ხელს უწყობს რადიკალიზაციას. ბრიუსელის მხრივ კრიტიკა მოჰყვა წინა დღით აშშ-ის პრეზიდენტის, ბარაკ ობამას განცხადებას, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, სირიის ხელისუფლებისთვის მხარდაჭერით გვიჩვენებს უხეირო მმართველობას, მიუხედავად მოსკოვის მტკიცებისა, ობამას თქმით, რომ კანონიერ ხელისუფლებას ეხმარება მეამბოხეებთან ბრძოლაში.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG