Accessibility links

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, გაიზარდა იმ სკოლების რაოდენობა, სადაც გრიპის ვირუსის პრევენციის გამო სასწავლო პროცესი შეჩერებულია.

როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ამ დროისთვის სასწავლო პროცესი დიდთოვლობის გამო 200 და გრიპის ვირუსის გამო 195 სკოლაშია შეწყვეტილი.საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ იმ სკოლების ჩამონათვალი გამოაქვეყნა, რომლებშიც სასწავლი პროცესი შეწყდა. „გრიპის ვირუსის საყოველთაო გავრცელების კვალდაკვალ, მოიმატა მოსწავლეების ავადობის გამო სკოლის გაცდენების მაჩვენებელმა. საზოგადოებრივი ზეგავლენის შემცირების მიზნით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან მიღებული რეკომენდაციების საფუძველზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება მომდევნო სამი დღის განმავლობაში სასწავლო პროცესის შეჩერებაზე იმ კონკრეტულ დაწესებულებებში, სადაც გაცდენათა რაოდენობა აღემატება 20 პროცენტს, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. შიდა ქართლში,ხაშურის, კასპის და ქარელის მუნიციპალიტეტებში 8 სკოლაში დაითხოვეს მოსწავლეები.

გორის ყველა სკოლაში სასწავლო პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს,თუმცა ადგილზეჰიგიენური ნორმების დაცვის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადავიდნენ. პრევენციული ღონისძიებები ტარდება საბავშვო ბაღებშიც. სააღმზრდელო დაწესებულებებში ჰიგიენური ნორმების დაცვა მას შემდეგ გამკაცრდა, რაც აღსაზრდელებში სეზონური გრიპის შემთხვევებმა იმატა. მე-12 საბავშვო ბაღის აღმზრდელი ნანა მეთაფლიშვილი ამბობს, რომ ყველა რეკომენდაციას ასრულებენ.

ბაღებისგან განსხვავებით, მოსწავლეთა რაოდენობა უფრო მეტად შემცირებულია სკოლებში. მესამე საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე ინგა ალავერდაშვილი აცხადებს, რომ სკოლა სანიტარულ ნორმებს იცავს, მოსწავლეთა რაოდენობა კი ისე არ არის დაკლებული, რომ სკოლამ სასწავლო პროცესი შეწყვიტოს.

ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის ნინო ბერიანიძის განცხადებით, სააღმზრდელო დაწესებულებებში ჰიგიენური ნორმების დაცვა გამკაცრებულია და ამისთვისქალაქში ყველა ის საშუალებაა შემოტანილი, რაც საჭიროა.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ჰიგიენური ნორმების დაცვისადა დროული სამედიცინო ჩარევის შემთხვევაში ვირუსის გავრცელების მასშტაბები მნიშვნელოვნად შემცირდება და შემდგომ გართულებებს არ გამოიწვევს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG