Accessibility links

logo-print

ევროკავშირის ელჩებმა კვლავ ვერ მიიღეს გადაწყვეტილება ვიზების ლიბერალიზაციაზე


ფოტო: Shutterstock

ფოტო: Shutterstock

ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტმა (COREPER) დღეს ბრიუსელში გამართულ სხდომაზე კვლავ ვერ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოსთვის ვიზების ლიბერალიზაციის საკითხზე. ამის შესახებ იუწყება ბრიუსელში ჩვენი რადიოს კორესპონდენტი რიკარდ იოზვიაკი. მის ხელთ არსებული ინფორმაციით, ამ საკითხის განხილვა მომავალ კვირაში განახლდება. საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაწესების საკითხი 24 მაისსაც იყო დანიშნული ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტის სხდომის დღის წესრიგში, თუმცა ევროკავშირის ელჩებმა ვერ მიიღს გადაწყვეტილება. საქართველო იმედოვნებს, რომ ქვეყნის მოქალაქეები ზაფხულიდან შეძლებენ შენგენის ზონაში ვიზების გარეშე მოგზაურობას.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG