Accessibility links

logo-print

ლეხ ვალენსა კომუნისტურ უშიშროების სამსახურებთან თანამშრომლობდა?


ლეხ ვალენსა

ლეხ ვალენსა

საყოველთაოდ ცნობილი პოლიტიკოსი, პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტი, ლეხ ვალენსა უარყოფს მის შესახებ გავრცელებულ ცნობას, რომელიც პოლონეთის ისტორიის ინსტიტუტიდან გავრცელდა. მის თანახმად, ახლახან მიაგნეს დოკუმენტებს, რომლებიც ცხადყოფენ, რომ პროფკავშირული მოძრაობის "სოლიდარნოშჩის" დამაარსებელი, ლეხ ვალენსა თანამშრომლობდა კომუნისტურ უშიშროების სამსახურებთან. ვარშავის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის დირექტორმა, ლუკაშ კამინსკიმ 18 თებერვალს აღნიშნა, რომ საიდუმლო პოლიციის მიერ შედგენილ დოსიეში დევს ინფორმაციის მიწოდების შესახებ ვალდებულება, რომელზეც ხელმოწერა შესრულებულია ვალენსას სახელითა და ასევე მისი კოდური სახელწოდებით "ბოლეკი". კამინსკის თანახმად, დოკუმენტები კომუნისტური პოლონეთის ბოლო შინაგან საქმეთა მინისტრის, ჩესლავ კიშჩაკის სახლიდან ამოიღეს. ვალენსამ სოციალური მედიის საშუალებით უარყო ბრალდება და აღნიშნა, რომ „შეუძლებელია არსებობდეს მის მიერ ხელმოწერილი რაიმე მასალა.“ 2000 წელს სასამართლომ ვალენსას მოუხსნა კომუნისტურ უშიშროების სამსახურთან თანამშრომლობის ბრალდება. პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტი, 72 წლის ლეხ ვალენსა 1980 წელს სათავეში ჩაუდგა „სოლიდარობის“ მოძრაობას, რომელმაც პოლონეთში დაასრულა კომუნისტური ერა. 1983 წელს ვალენსას მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG