Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერთობის და სოლიდარობის მსვლელობა ვაშინგტონში


ქრისტინ ლაგარდი ვაშინგტონის მსვლელობაზე
ქრისტინ ლაგარდი ვაშინგტონის მსვლელობაზე

ვაშინგტონის აქციას წინ საფრანგეთის ელჩი ამერიკაში, ჟერარ აროდი მიუძღოდა. ათასობით მონაწილეთა შორის საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორი ქრისტინ ლაგარდიც იმყოფებოდა

ვაშინგტონში კვირას გამართულ ერთობის და სოლიდარობის მდუმარე მსვლელობაში დაახლოებით 3 ათასი ადამიანი მონაწილეობდა. ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქში აქციის ორგანიზატორი ვაშინგტონში მდებარე საფრანგეთის საელჩო იყო. საფრანგეთში მომხდარ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით სოლიდარობის აქციები არამარტო პარიზში, არამედ მსოფლიოს მრავალ სხვა დედაქალაქში და მცირე ზომის ქალაქებში მოეწყო, რომლებშიც ათასობით ადამიანი მონაწილეობდა. პარიზში გამართულ აქციზე დასასწრებად საფრანგეთში 40 ქვეყნის ლიდერი ჩავიდა.

ვაშინგტონის მსვლელობას წინ საფრანგეთის ელჩი ამერიკაში, ჟერარ აროდი მიუძღოდა. აქციაში მონაწილეობდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორი ქრისტინ ლაგარდიც. მსვლელობა „ნიუზეუმთან“ - ახალი ამბების მუზეუმთან დაიწყო, რომელიც დედაქალაქის ცენტრში მდებარეობს და სამართალდამცავ ოფიცერთა მემორიალთან დასრულდა, სადაც მარშის მონაწილეებმა წუთიერი დუმილით დაღუპულებს პატივი მიაგეს.

შეერთებული შტატების გენერალური პროკურორი ერიკ ჰოლდერი კვირას ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა, სადაც მომავალში მსგავსი ტერორისტული შეტევების და ექსტრემისტთა რადიკალიზების პრევენცია მოხდეს. „ჩენ ყველა მოკავშირეს თავს მოვუყრით, რათა ძალადობრივ ექსტრემიზმს წინ ერთად აღვუდგეთ“ - განაცხადა ერიკ ჰოლდერმა.

პაკისტანში მყოფი ჯონ კერი აცხადებს, რომ ამერიკის დაზვერვა და გამოძიების ფედერალური ბიურო ფრანგ კოლეგებთან კოორდინირებულად მუშაობს. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თქმით, პრეზიდენტ ბარაკ ობამასთან ერთად ის პარიზში მომხდარი ტერაქტის პირველივე დღიდან ინტენსიურად არის ჩართული საფრანგეთში მიმდინარე მოვლენებში. რაც შეეხება კრიტიკას, რომელიც ამერიკის მთავრობის მიმართ პარიზში კვირას გამართული სოლიდარობის მსვლელობაში წარმომადგენლობითი დელეგაციის გაუგზავნელობის გამო გაისმა, ჯონ კერიმ აღნიშნა, რომ მას პირადად ხელი ინდოეთში დაგეგმილმა ოფიციალურმა ვიზიტმა შეუშალა. პარიზის სოლიდარობის აქციაში მონაწილეობა მიიღო ამერიკის ელჩმა საფრანგეთში ჯეინ ჰარტლიმ.

XS
SM
MD
LG