Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი მთავრობის დამტკიცების კვირა


ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი
გასული სამუშაო კვირის მთავარი მოვლენა ახალი სამთავრობო გუნდის დამტკიცება იყო. კვირის დასაწყისში, ორშაბათს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებას ძველი შემადგენლობის ახალი სამთავრობო გუნდი წარუდგინა.

„უკლებლივ ყველა მინისტრი გააგრძელებს მუშაობას. ბატონი ბიძინას მეთაურობით, მთავრობამ წარმატებით იმუშავა ამ ერთი წლის განმავლობაში. მე იმედი აქვს, ასეთვე შემართებით გავაგრძელებთ მუშაობას ერთად, ერთ გუნდად, და ძალისხმევას არ დავიშურებთ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ“.

ერთადერთი ცვლილება გუნდში შინაგან საქმეთა მინისტრობის ახალი კანდიდატი იყო. ირაკლი ღარიბაშვილის შემცვლელად ამ პოსტზე მოგვიანებით პარლამენტმა მთელ სამთავრობო გუნდთან ერთად ახალგაზრდა ალექსანდრე ჭიკაიძე დაამტკიცა.

მინისტრთა კაბინეტის შეცვლის მოლოდინი საპარლამენტო უმრავლესობას არ ჰქონია, სამაგიეროდ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელ დეპუტატებს არ ესმოდათ, რა დამსაუხრების გამო უნდა გამოეცხადებითან ნდომა ყოფილი სამთავრობო გუნდისთვის, ამის შესახებ გასულ კვირაში ზურაბ ჯაფარიზეც საუბრობდა

„ქვეყნის წინაშე მდგომი მთავარი გამოწვევის, ეკონომიკის გაუარესების, დასაქმების პრობლემის გადაჭრის თვალსაზრისით, ამ მთავრობამ აჩვენა უკიდურესი არაკომპეტენტურობა და უუნარობა. ნაცვლად იმისა, რომ შეესრულებინათ უხვად გაცემული დაპირებები, რომელიც მათ გასცეს საპარლამენტო არჩევნების წინ, ჩვენ მივიღეთ ყველა ეკონომიკური მაჩვენებლის გაუარესება. ჩვენ ვთვლით, რომ იგივე მთავრობის შემადგენლობის შემოტანა და დაჩქარებული წესით განხილვა არის, უბრალოდ, აბუჩად აგდება საქართველოს მოსახლეობის და, განსაკუთრებით, მათი ამომრჩევლების, რომელთაც სჯეროდათ „ქართული ოცნების“ დაპირებების“.

კრიტიკული დამოკიდებულება საპარლამენტო უმცირესობას, მთავრობის დასამტკიცებელი შემადგენლობის მიმართ, არც მომდევნო დღეებში განელებია. ჯერ სამშაბათს საკომიტეტო მოსმენების დროს, როცა ოპოზიციას კრიტიკური შეკითხვები ჰქონდათ მომავალ შინაგან საქმეთა და ფინანასთა მინისტრთან ნოდარ ხადურთან, ხოლო იმავე სამშაბათს უკვე პრემიერობის-კანდიდატთან ირაკლი ღარიბაშვილთან გაიმართა საკმაოდ მწვავე დებატები. კითხები საპარლამენტო უმცირესობი წევრებს ირაკლი ღარიბაშვილთან ნათესავების დასაქმების, ეკონომიკური პოლიტიკის გამო ჰქონდათ. ეკომიკური პოლიტიკის გარშემო დაისვა კითხები ოთხშაბათსაც როცა პარლამენტმა 93 ხმით 19-ის წინააღმდეგ მთავრობას ნდობა გამოუცხადა,

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი დეპუტატები - ლევან ბეჟაშვილი, გოგა ხაჩიძე, პავლე კუბლაშვილი, ზურაბ ჯაფარიძე - სწორედ ეკონომიკური ხედვების შესახებ ეკითხებოდნენ ირაკლი ღარიბაშვილს.

ლევან ბეჟაშვილი: თქვენ, როგორც პრემიერ-მინისტრს, ალბათ, თქვენს ეკონომიკურ გუნდთან გქონდათ კონსულტაციები და თუ შეგიძლიათ გვითხრათ, რა ტიპის საფრთხეები არსებობს დღესდღეობით, მაკროეკონომიკური თვალსაზრისით?

გოგა ხაჩიძე: რა პროცენტული წილი აქვს საქართველოს მთავრობის ხარჯებს ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში წელს და რა იგეგმება მომავალში?

პავლე კუბლაშვილი: არ არსებობს ხომ ასეთი სტანდარტი, თუ როგორი უნდა იყოს ინვესტორების მიმზიდველი გარემო. იქნებ ქვეყანა მაინც გვითხრათ, რომელიც შეიძლება სამაგალითო გამოდგეს ამ მიმართულებისთვის. დიდი მადლობა.

ზურაბ ჯაფარიძე: დაახლოებით რა თანხების მიღებას გეგმავთ პრივატიზაციიდან წელს ან შემდეგ წლებში?

ირაკლი ღარიბაშვილმა იმ მიზეზების შესახებ ისაუბრა, თუ რამ გამოიწვია ქვეყნის ეკონომიკის უკუსვლა და რაში ხედავს ის გამოსავალს:

„პრეზიდენტი როცა იქნება ქვეყნის მთავარი ოპოზიციონერი, როგორ შეიძლება ინვესტორი დაარწმუნო, რომ ამ ქვეყანაში არის ყველაფერი კარგად, რომ ამ ქვეყანაში არის სტაბილურობა, - ეს აბსოლუტურად გამორიცხულია. არც ისე რთულად არის საქმე ეკონომიკის კუთხით და კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ და გთხოვთ, რომ ნუ ცდილობთ ინვესტორები დააფრთხოთ. არაფერი არ ხდება რეალურად , არაფერი კატასტროფა არ არის. რაც შეეხება მცირე და ეფექტურ მთავრობას, ბატონო გოგა, მე შემიძლია გიპასუხოთ, - რა თქმა უნდა, ღრმად დეტალებში ვერ ჩავალ, მაგრამ... - ეს ნიშნავს ბიუჯეტიდან ხარჯების დაბალ წილს ერთიან შიდა პროდუქტთან და, ჩვენი გათვლებით, ხარჯები არ იქნება 30%-ზე მეტი არც წელს და არც მომავალ წელს და, ზოგადად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს, ჩვენი აზრით, არის სწორი პოლიტიკა და სწორედ ამ მიმართულებით გავაგრძელებთ ჩვენ მუშაობას“.

პარლამენტის მიერ ნდობაგამოცახდებული მთავრობის დამტკიცებას პრეზიდენტმა ხელი მეორე დღესვე მოაწერა.

21 ნოემბერს ცვლილები მოხდა მთავარ პროკურატურაშიც იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, მთავარი პროკურორის თანამდებობაზე ოთარ ფარცხალაძის კანდიდატურა "პროკურატურის შესახებ" საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად წარადგინა. ოთარ ფარცხალაძე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ყოფილი უფროსია, თეა წულუკიანის თქმით, ახალმა მთავარმა პროკურორმა ზუსტად იცის, რა და როგორ უნდა გააკეთოს სისტემის გასაჯანსაღებლად:

„აბსოლუტურად იდენტური ხედვა გვაქვს იმასთან დაკავშირებით, თუ რა ტიპის რეფორმები უნდა გატარდეს პროკურატურაში, პირველ რიგში, კადრების გაჯანსაღების კუთხით და იმ საქმეების გამოძიების დაჩქარების კუთხით, რაც საზოგადოების მოთხოვნაა და ამას არ შეიძლება ვინმე არ ეთანხმებოდეს. პირდაპირ გეტყვით, გახარებული ვარ იმით, რომ ჩვენ გვეყოლება ახალი მთავარი პროკურორი, რომელიც თავისი გუნდით მოვა“.
თავის მხრივ ახალმა პროკურორმა პირველი საკადრო ცვლილებებიც განახორციელა და მის პირველ მოადგილედ დაინიშნა ირაკლი შოთაძე, რომელმაც თანამდებობიდან წასული ლაშა ნაცვლიშვილი შეცვალა. მუშაობას შეუდგა თბილისის ახალი პროკურორი, მიხეილ შაყულაშვილი, რომელიც მანამდე გორის პროკურორი იყო.

გასული კვირაში პრაღაში ერთმანეთს შეხვდნენ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლი, ზურაბ აბაშიძე და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი, შეხვედრების თითქმის ერთწლიანი პერიოდის შეფასებისას გრიგორი კარასინმა, განაცხდა რომ საქართველოს წინა ხელისუფლების მიერ შექმნილი მანიაკალურად მტრული განწყობის ეპოქა დასრულდა. ზურაბ აბაშიძემ ის სამომავლო განსახილველი საკითხები ჩამოთვალა ესენია ტრანსპორტი, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, ჰუმანიტარულ-კულტურული კავშირები,.

გასულ კვირაში, ხუთშაბათს ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთი ღია წერილი გამოაქვეყნა სახელმოწდებით „პოსტ სკრიპტუმი“, რომლის მეშვეობითაც სკეპტიკოსებს უპასუხა, რომ სამოქალაქო საზოგადოებაში გადანაცვლებით არ აპირებს კულუარულად მიიღოს მონაწილება მთავრობის მართვაში.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG