Accessibility links

არჩევნებისა და მისი შედეგების კვირა


საერთაშორისო დამკვირვებლების პრესკონფერენცია

საერთაშორისო დამკვირვებლების პრესკონფერენცია

ორშაბათს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. არჩევნების მომდევნო დღეს საერთაშორისო დამკვირვებლებმა ის შეაფასეს როგორც ყველაზე კონკურენტული და სანდო არჩევნები და მას ”დემოკრატიის ჩაბარებული ტესტიც” უწოდეს. 2 ოქტომბერს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის დელეგაციამ (IRI), ასევე ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR), ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA), ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE), ევროპარლამენტის (EP) და ნატოს საპარლამენტო ასამბლეის (NATO PA) წარმომადგენლებისგან შემდგარმა ერთობლივმა სადამკვირვებლო მისიამ არჩევნებზე დაკვირვების წინასწარი შეფასებები გამოაქვეყნა. ეუთოს მოკლევადიანი სადამკვირვებლო მისიის სპეციალურმა კოორდინატორმა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა ტონინო პიცულამ არჩევნების მეორე დღეს ასე შეაფასა საარჩევნო პროცესი:

”სასიამოვნო იყო იმის ნახვა, თუ რამდენმა ადამიანმა მიიღო არჩევნებში მონაწილეობა, ხოლო თავად საარჩევნო სუბიექტებმა როგორ შეარბილეს ტონი გუშინ ღამით. ჩვენ მივესალმებით აშკარა წინასაარჩევნო მცდელობებს მაქსიმალურად დახვეწილიყო საარჩევნო სია, ტრანპარანტული გამხდარიყო პარტიათა წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსების პროცესი და ხელმისაწვდომი გამხდარიყო მედია. ამ არჩევნებით საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა კონსოლიდირებული დემოკრატიული არჩევნებისაკენ, თუმცა აღსანიშნავია ცალკეული საკვანძო საკითხებიც. წინასაარჩევნო კამპანია პოლარიზებული და დაძაბული იყო, დაფიქსირდა ძალადობის რამდენიმე შემთხვევა, წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში მეტი ყურადღება ეთმობოდა კანდიდატების თანამდებობრივ უპირატესობას და პირად ფინანსურ აქტივებს, ვიდრე კონკრეტულ პოლიტიკურ პლატფორმებსა და პროგრამებს. მიუხედავად მკვეთრად პოლარიზებული კამპანიისა, რომელიც უხეშ რიტორიკას და ნაკლოვანებებს შეიცავდა, ქართველმა ხალხმა საარჩევნო ყუთთან თავისუფლად გამოხატა თავისი ნება და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საბოლოო შედეგები ამომრჩეველთა არჩევანს ასახავს.”

საკუთარი შეფასებები წარმოადგინეს ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა. მრავალი საჩივრის დაწერასთან ერთად, მთლიანობაში, მათი შეფასებით, დარღვევები უკავშირდებოდა ხმების დათვლის და უბნის დახურვის პროცედურებს, ასევე იყო შემთხვევები, როცა არაუფლებამოსილი პირი იმყოფებოდა უბანზე და საარჩევნო კაბინაში.

ყურადღების ცენტრში მოექცა ხაშურის 35-ე საარჩევნო ოლქში გამოვლენილი დარღვევები, რომელთა შესახებაც 2 ოქტომბერს მედიაცენტრში გამართულ ბრიფინგზე „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ გამგეობის თავმჯდომარემ თამარ ჩუგოშვილმაც ილაპარაკა:

„პოლიციის სპეციალური დანიშნულების რაზმი რატომღაც ძალიან აქტიურობდა ამ ოლქში, რამდენიმე უბანზე ის ჩაერია დათვლის პროცესში. შესაბამისად, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ დამკვირვებლებმა მოითხოვეს ამ უბნების შედეგების ბათილობა, რადგანაც ეს ჩარევა იყო უკანონო და, რა თქმა უნდა, ტოვებს რისკებს, რომ, მაღალი ალბათობით, გაყალბებას ან არასწორ მონაცემებს შეიძლება ჰქონდეს ამ უბნებზე ადგილი.“
ეს ნიშნავს იმას, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ უნდა ჩამოაყალიბოს ახალი მთავრობა და მე, როგორც პრეზიდენტი, კონსტიტუციით განსაზღვრულ ფარგლებში, ხელს შევუწყობ პროცესს იმისას, რომ პარლამენტმა დაიწყოს მუშაობა და პარლამენტმა შეძლოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩევა და ასევე ახალი მთავრობის ჩამოყალიბება...

ბოლო მონაცემებით, 8 უბანზე არჩევნების შედეგები ბათილადაა ცნობილი. სიღნაღის მე-5 უბაზე დაინიშნება ხელახალი კენჭისყრა ორი კვირის ვადაში. სხვა სადავო უბნების შედეგები ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და კოალიცია ”ქართულმა ოცნებამ” სასამართლოში გაასაჩივრეს, მათ შორის, ხაშურის და ზუგდიდის ოლქების შედეგები.

ცესკოს წინასწარი მონაცემებით კი, რომელიც უკვე ყველა ოლქსა და უბანზე ხმების დათვლის შედეგებს ეყრდნობა, პარლამენტის 150 მანდატიდან 83 "ქართულ ოცნებას", ხოლო 67 "ნაციონალურ მოძრაობას" ერგება.

აქედან, პროპორციული წესით, "ქართულ ოცნებას" გაჰყავს 44, ხოლო "ნაციონალურ მოძრაობას" 33 დეპუტატი, ხოლო მაჟორიტარული წესით, "ქართულ ოცნებას" - 39, "ნაციონალურ მოძრაობას" კი - 34 დეპუტატი.

საპარლამენტო არჩევნების წინასწარი მონაცემების მიხედვით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მარცხი ქვეყნის პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 2 ოქტომბერსვე აღიარა და თავადვე განმარტა არჩევნების შედეგების საფუძველზე ქვეყნისთვის მოსალოდნელი სცენარი:

”ეს ნიშნავს იმას, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ უნდა ჩამოაყალიბოს ახალი მთავრობა და მე, როგორც პრეზიდენტი, კონსტიტუციით განსაზღვრულ ფარგლებში, ხელს შევუწყობ პროცესს იმისას, რომ პარლამენტმა დაიწყოს მუშაობა და პარლამენტმა შეძლოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩევა და ასევე ახალი მთავრობის ჩამოყალიბება.”
დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ სტაბილურობა. ყველა პრობლემა გადაწყდება, ყველა პროცესი გაგრძელდება სამართლებრივ ჩარჩოში. ქვეყნის მომავალი პრემიერ-მინისტრი მოემზადება მთავრობის დაკომპლექტების საკითხებით, რომელიც იქნება რაც შეიძლება სწრაფი, ეფექტური და უმტკივნეულო. ამ საკითხებზე პრინციპული შეთანხმება შედგა...

მიუხედავად იმისა, რომ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულ ”ქართულ ოცნებას” მხარდაჭერა გამოუცხადა, პრეზიდენტმა მაინც საჭიროდ ჩათვალა საზოგადოებისთვის შეეხსენებინა, რომ ეს ყველაფერი დემოკრატიის პატივისცემის გამო და შესაძლო კრიზისის თავიდან აცილების მიზნით კეთდება.
პირველი კონსულტაცია კი პარლამენტში მოხვედრილ ორ პოლიტიკურ სუბიექტს შორის 5 ოქტომბერს სახელმწიფო კანცელარიაში შედგა. ხელისუფლების გადაბარებაზე მომუშავე ჯგუფის გადაწყვეტილებით, 8 ოქტომბრიდან სამინისტროებსა და მნიშვნელოვან სახელმწიფო დაწესებულებებში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები იმუშავებენ, თუმცა მთავრობის ფორმირებამდე ისინი არც ერთ ოფიციალურ თანამდებობას არ დაიკავებენ. კანცელარიაში გამართულ შეხვედრაზე, საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივნის გიგა ბოკერიას გარდა, სამთავრობო ტრანზიციის კონსულტაციებში ხელისუფლების მხრიდან დავით ბაქრაძე, პავლე კუბლაშვილი და გიგი უგულავა მონაწილეობდნენ, „ქართულ ოცნებას“ კი დავით უსუფაშვილი, სოზარ სუბარი, ირაკლი ღარიბაშვილი და ირაკლი ალასანია წარმოადგენდნენ. მათ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ მმართველი პარტიისა და ოპოზიციის წარმომადგენლები ხელისუფლების საბოლოო შეცვლამდე რეგულარულად შეხვდებიან ერთმანეთს. მორიგი ასეთი შეხვედრა 8 ოქტომბერს უნდა გაიმართოს.

„დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ სტაბილურობა. ყველა პრობლემა გადაწყდება, ყველა პროცესი გაგრძელდება სამართლებრივ ჩარჩოში. ქვეყნის მომავალი პრემიერ-მინისტრი მოემზადება მთავრობის დაკომპლექტების საკითხებით, რომელიც იქნება რაც შეიძლება სწრაფი, ეფექტური და უმტკივნეულო. ამ საკითხებზე პრინციპული შეთანხმება შედგა“, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

დავით უსუფაშვილის განმარტებით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები მთავრობის ფორმირებამდე არც ერთ ოფიციალურ თანამდებობას არ დაიკავებენ. შესაბამისად, მანამდე ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე - მათ შორის, კრიმინოგენურ მდგომარეობაზე - პასუხისმგებელი იქნება მოქმედი ხელისუფლება, რომლის წარმომადგენლის დავით ბაქრაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ სავსებით აცნობიერებს საკუთარ პასუხისმგებლობას და ყველაფერს აკეთებს კრიმინალისაგან თავისუფალი გარემოს შესანარჩუნებლად:
დავით უსუფაშვილი

დავით უსუფაშვილი


„სანამ არის მოქმედი მთავრობა, იმუშავებს ყველა სამინისტრო, მათ შორის, იმუშავებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. არ მოხდება არც ერთი სტრუქტურის ჩამოშლა და დემორალიზება. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობის ნაწილი და ჩვენი ერთობლივი პასუხისმგებლობის ნაწილია ის, რომ ქვეყანაში არ იყოს კრიმინალი, არ იყოს ძალადობა, არ იყოს არეულობა - ეს იყო ერთ-ერთი თემა, რაზეც ვისაუბრეთ და უნდა გითხრათ, რომ ჩვენ შორის არსებობს სრული თანხმობა და არავის, ვისაც იმედი აქვს, რომ შეიქმნება რაღაცა ტიპის არეულობა და ხელს მოითბობს ამ არეულობით, არ მივცემთ ამის გაკეთების საშუალებას.“

კრიმინალთან ეფექტური ბრძოლისკენ მოუწოდა 5 ოქტომბერს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს ეკა ზღულაძეს და მთავარ პროკურორს მურთაზ ზოდელავას მათთან გამართულ შეხვედრაზე.

კვლავ მთავრობის დაკომპლექტების თემას რომ მივუბრუნდეთ, როგორც კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, მომავალი კვირის დასაწყისში ცნობილი გახდება ახალი მთავრობის შემადგენლობა.

კვირის დასასრულს, ტრადიციულად, თბილისობის დღესასწაული აღინიშნა. ასევე ტრადიციულად, თბილისის მერმა დიდ საწნახელში დაწურა ყურძენი. თბილისს დაძმობილებული ქალაქებიდან 100 სტუმარი ეწვია. თბილისის მერის, გიგი უგულავას განცხადებით, დედაქალაქის მთავრობა ჩვეულ რიტმში განაგრძობს მუშაობას. მას უამრავი - მათ შორის, ინფრასტრუქტურული - პროექტი აქვს ბოლომდე მისაყვანი.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG