Accessibility links

logo-print
კვირა პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლეში გამოთქმული ინიციატივის, აბორტის აკრძალვის შესახებ მსჯელობით დაიწყო. ილია მეორემ ტრადიციულ სააღდგომო ეპისტოლეში განაცხადა, რომ, მძიმე დემოგრაფიული მდგომარეობის გათვალისწინებით, სახელმწიფომ უნდა მიიღოს სათანადო კანონი აბორტის აკრძალვის თაობაზე:

”უდიდესი დანაშაული, რომელიც თითქმის ყველა ოჯახში ხდება, არის მუცლადღებულ ყრმათა მკვლელობა - აბორტი, რომელიც, მშობლების გადაწყვეტილებითა და მონდომებით, სრულიად უსუსური, უდანაშაულო არსების საზარელი მკვლელობაა. ამ მკვლელობის უშუალო თანამონაწილეა ექიმიც. ყოველივე ეს კი როგორც ცალკეულ ოჯახებს, ისე მთელ სახელმწიფოს უდიდეს დანაშაულად აწვება“.

პატრიარქის ამ ინიციატივას საზოგადოების არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. სპეციალისტები და ქალთა უფლებების დამცველები აბორტის აკრძალვის წინააღმდეგ გამოვიდნენ, საკანონმდებლო ორგანოში კი განაცხადეს, რომ აბორტის სრულიად აკრძალვას არ უჭერენ მხარს, მაგრამ ეგრეთ წოდებული სელექციური აბორტის აკრძალვის შესახებ მსჯელობის დაწყება მიზანშეწონილად მიაჩნიათ. აი, რა განაცხადა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ:

”არავითარ შემთხვევაში. ეს რომ აიკრძალოს, წავლენ, სხვაგან გაიკეთებენ. კომუნისტების დროსაც ისეთ სიბინძურეში იკეთებდნენ ამ აბორტებს, რომ ქალების ლეტალობა იყო საშინლად გაზრდილი. რამდენი გინეკოლოგი იჯდა ციხეში მაგის გამო, რომ ქალი ხელზე შემოაკვდა. ასეთი რაღაცები არ შეიძლება. ეს არ არის გამოსავალი. ამ მდგომარეობიდან ასეთი ფორმით ვერ გამოვალთ”.

წარმოადგინოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ნებისმიერი დოკუმენტი, როგორ იმუშავა მან მინისტრთა კომიტეტის მოქმედ თავმჯდომარესთან - ანდორასთან - ან ნებისმიერ სხვა ქვეყანასთან ევროპის საბჭოში, რომ საკითხი დღის წესრიგში მოხვედრილიყო...
გასულ კვირაში მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ინიციატივები გააცნო საზოგადოებას პარლამენტის თავმჯდომარემ. დავით უსუფაშვილმა დიდი დრო დაუთმო თვითმმართველობის შესახებ კანონის ცვლილებას, რომელიც რეალური დეცენტრალიზაციის დაწყებას ითვალისწინებს. პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე ილაპარაკა პირველი მოსმენით უკვე მიღებულ შრომის კოდექსზე, რომლის ირგვლივ კონსენსუსი თვით საპარლამენტო უმრავლესობაშიც კი არ არის მიღწეული, თუმცა უსუფაშვილი დარწმუნებულია, რომ პარლამენტი მიიღებს ისეთ კანონს, რომელშიც როგორც დამსაქმებლის, ისე დასაქმებულის ინტერესები იქნება გათვალისწინებული:

”ჩვენ ძალიან ახლოს ვართ კონსენსუსთან, იმ ფორმულირებების შეთანხმებასთან, რომლებიც ყველაზე უფრო ადეკვატურად ასახავს, ერთი მხრივ, საერთაშორისო სტანდარტებს და, მეორე მხრივ, დასაქმებულთა და დამსაქმებელთა ინტერესებს. ყველა ბოლომდე კმაყოფილი ვერ იქნება, მაგრამ ძირითადი პარამეტრები იქნება დაცული და ის, რომ კვირაში 6 დღე - დღეში 12 საათი - მუშაობდეს ვინმე და ამისთვის იღებდეს იმ გასამრჯელოს, რაც დადგენილია 40-საათიანი სამუშაო კვირისთვის, ასე არ და ვერც იქნება”.

დავით უსუფაშვილი ასევე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელთა განცხადებას იმის თაობაზე, რომ, საქართველოს ხელისუფლების უნიათობის გამო, ევროსაბჭოს მინისტერიალის დღის წესრიგში ვერ მოხვდა აგვისტოს ომის საკითხი. უსუფაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლების პოზიცია დასავლური კურსისა და კონფლიქტების თაობაზე არ შეცვლილა, ხოლო ევროპული სტრუქტურების მუშაობის დღის წესრიგში საქართველოს საკითხი ხან განიხილება და ხან - არა. პარლამენტის თავმჯდომარემ ეს განცხადება ევროსაბჭოში საქართველოს ყოფილი მუდმივი წარმომადგენლის ზურაბ ჭიაბერაშვილის შემდეგი ბრალდების პასუხად გააკეთა:

ზურაბ ჭიაბერაშვილი

ზურაბ ჭიაბერაშვილი

„’ნაციონალურმა მოძრაობამ’ ‘ქართულ ოცნებას’ გადააბარა მდგომარეობა, როდესაც საკითხი იყო დღის წესრიგში. ამიტომ წარმოადგინოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ნებისმიერი დოკუმენტი, როგორ იმუშავა მან მინისტრთა კომიტეტის მოქმედ თავმჯდომარესთან - ანდორასთან - ან ნებისმიერ სხვა ქვეყანასთან ევროპის საბჭოში, რომ საკითხი დღის წესრიგში მოხვედრილიყო”.

ზურაბ ჭიაბერაშვილის ამგვარი გულისწყრომა კი გამოიწვია მაია ფანჯიკიძის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ, რომლის მიხედვითაც, ევროსაბჭოში გადაწყვეტილების მიმღები უმაღლესი ორგანოს - მინისტრთა კომიტეტის - სესიის დღის წესრიგში საქართველოს საკითხის შესატანად დიდი შრომა დაიხარჯა, თუმცა ასეთი ფაქტი უპრეცედენტო არ არის და რომ ამას საერთო საქმე არ გაუფუჭებია:

მას შემდეგ, რაც დღის წესრიგში დადგა ამ საქმის სრულყოფილი გამოძიების ჩატარება, სიკვდილის მიზეზის დადგენა გახდა აუცილებელი...
”ჩვენ ყველაფერი მოვითხოვეთ, ჩვენ ძალიან ინტენსიურად ვიმუშავეთ ამ საკითხზე. იყო განსხვავებული მოსაზრებებიც სხვა მხრიდან და, სამწუხაროდ, ეს ვერ მოხერხდა ისეთი სახით, როგორზეც არის ლაპარაკი. მაგრამ ეს არ არის პირველი შემთხვევა, ეს საკითხი არ ყოფილა დღის წესრიგში წინა მინისტერიალების დროსაც. ამიტომ ევროპის საბჭოში ყოფილი წარმომადგენლების განცხადებები იმის თაობაზე, რომ რაიმე შეიცვალა და ევროპის საბჭო აღარ უჭერს მხარს ამ საკითხს, არის აბსოლუტურად არასწორი და ემსახურება მხოლოდ მოსახლეობის დეზინფორმაციას”.

გასულ კვირაში მთავარმა პროკურატურამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს მოკლული სამი პირის გვამების ექსჰუმაციის გადაწვეტილება მიიღო. საქართველოს მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსის ხათუნა პაიჭაძის თქმით, გამოკვლევას სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სპეციალისტები სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში ჩაატარებენ:

ვერტმფრენები სოფელ ლაფანყურში ლოპოტის ხეობაში მიმდინარე სპეცოპერაციის დროს.

ვერტმფრენები სოფელ ლაფანყურში ლოპოტის ხეობაში მიმდინარე სპეცოპერაციის დროს.

„სულ, ჯამში, მოხდება შვიდი გვამის ექსჰუმაცია. საქმეში საერთოდ არ არის ამ პირთა სიკვდილის დამდგენი რაიმე ოფიციალური დოკუმენტი. აქამდე ლაპარაკი იყო ლიკვიდაციაზე. ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, არ ჩაატარონ ექსპერტიზა, მაგრამ მას შემდეგ, რაც დღის წესრიგში დადგა ამ საქმის სრულყოფილი გამოძიების ჩატარება, სიკვდილის მიზეზის დადგენა გახდა აუცილებელი“.

მხოლოდ ექსჰუმაციას არასაკმარისად მიიჩნევს არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, რომელიც ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს მოკლულ პირთა ოჯახების ინტერესებს იცავს. ორგანიზაციის წარმომმადგენლის ნათია კაციტაძის თქმით, მიმდინარე გამოძიება არ აკმაყოფილებს ობიექტური, ეფექტური და დამოუკიდებელი გამოძიების მოთხოვნებს:

იყო ბოლო ტრაგიკოსი ქართული თეატრის და კინოს ეპოქისა. არ მგონია, რომ უახლოეს 20 წელიწადში ასეთი დიდი მსახიობი დაიბადოს ქართულ სინამდვილეში...
„დღესდღეობით გამოძიება მიმდინარეობს მხოლოდ მძევლად ხელში ჩაგდების მუხლით. ცალკე უნდა იყოს წარმოებული გამოძიება გარდაცვალების ფაქტებთან მიმართებით. გამოძიება უშუალოდ უნდა წარიმართოს იმის გასარკვევად, თუ რამდენად სწორი იყო სამართალდამცავების მიერ ძალის ისეთი გამოყენება, რასაც 11 კაცის გარდაცვალება მოჰყვა. და კიდევ: ამ გამოძიებას უნდა აწარმოებდეს პროკურატურა და არა შინაგან საქმეთა სამინისტრო. ასევე მთავარი საკითხია დაზარალებულის სტატუსის მინიჭება დაღუპული პირების ოჯახის წევრებისათვის“.

გასულ კვირაში დიდი დანაკლისი განიცადა ქართულმა კულტურამ. 9 მაისს, მძიმე ავადმყოფობის შედეგად, 81 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს სახალხო არტისტი ოთარ მეღვინეთუხუცესი. ოჯახისა და თბილისის მერიის გადაწვეტილებით, დიდი მსახიობი დიდუბის პანთეონში იქნა დაკრძალული. რეჟისორ ქეთი დოლიძის თქმით, მნიშვნელოვანია ყველაფერი, რაც კი მსახიობს კინოსა და თეატრში გაუკეთებია:

ოთარ მეღვინეთუხუცესი

ოთარ მეღვინეთუხუცესი

„იყო ბოლო ტრაგიკოსი ქართული თეატრის და კინოს ეპოქისა. არ მგონია, რომ უახლოეს 20 წელიწადში ასეთი დიდი მსახიობი დაიბადოს ქართულ სინამდვილეში. არც ის არის შემთხვევითი, რომ ის ბრწყინვალე შვიდეულში გარდაიცვალა, როცა აღსავლის კარი ღიაა! ის პირდაპირ წავიდა იქ, სადაც უნდა წასულიყო - თავის მეგობრებთან, თავის დიდ კორიფეებთან, რომლებსაც ის აღმერთებდა“.

გასული კვირის მიწურულს ცნობილი გახდა მმართველი კოალიციის - „ქართული ოცნების“ - პრეზიდენტობის კანდიდატი. 11 მაისს კოალიციის პოლიტსაბჭომ არჩევანი განათლებისა და მეცნიერების მინისტრ გიორგი მარგველაშვილზე შეაჩერა, სიახლე კი საზოგადოებას პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გააცნო. მოგვიანებით „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში განცხადება თავად გიორგი მარგველაშვილმაც გააკეთა.
„ბუნებრივია, ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და პატივი.

ბუნებრივია, წინ არის ბრძოლა და ეს პოზიცია, რაც გუნდში არსებობს, უნდა გაიზიაროს ქართველმა ერმა და მხარი დაუჭიროს იმას, რასაც კოალიცია და მათი კანდიდატი ეტყვის მას. ჩვენ ჩამოვაყალიბებთ ხედვას ქვეყნის მომავლის შესახებ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა იმ ნდობისთვის ჩვენს პოლიტიკურ გუნდს, რომელმაც ასეთი პოზიცია დაიკავა. იმედი მაქვს, რომ შევძლებ არ გავაწბილო მათი იმედი და, რაც მთავარია, არ გავაწბილო ქართველი ხალხის იმედი“, განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG