Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოჭის ოლიმპიადის ბოიკოტირების მოთხოვნის კვირა


აქცია სოჭის ოლიმპიადის ბოიკოტირების მოთხოვნით
აქცია სოჭის ოლიმპიადის ბოიკოტირების მოთხოვნით
გასული კვირის განმავლობაში აქტუალური იყო საქართველოს სოჭის ოლიმპიადაში მონაწილოება-არმონაწილეობის საკითხი. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ოლიმპიადის ერთ-ერთი მეჩირაღდნე რუსი სამხედრი მფრივანი ივან ნეჩაევი იქნება, რომელსაც რუსეთში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის "გმირის" წოდება აქვს მიღებული, სამოქალაქო საზოგადოება და ოპოზიცია ხელისუფლებას და ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს სოჭის ოლიმპიადის ბოიკოტირებისკენ მოუწოდებს.

გასულ კვირაში სოჭის ოლიმპიადაში საქართველოს მონაწილეობის საკითხს გამოეხმაურა საგარეო საქმეთა სამინისტრო. მინისტრის პირველი მოადგილის დავით ზალკალიანის სიტყვებით, მაშინ როცა საქართველო სოჭის
იყო ასეთი არგუმენტიც, რომ ჩვენ არავინ მხარს არ დაგვიჭერს, მაგრამ მე მგონია, რომ ამ შემთხვევაში მხარდაჭერაზეც აღარ არის საუბარი. მე მგონია, რომ ამ შემთხვევაში ჩვენ, როგორც სახელმწიფომ, უნდა დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია და გამოვხატოთ პროტესტი...
ეკა გიგაური
ოლიმპიადის დეპოლიტიზებას ცდილობს, მეორე მხარე სულ სხვაგვარ გადაწყვეტილებას იღებს:

„ცხადია, რომ მეზობელ სახელმწიფოსთან ურთიერთობის მოწესრიგების მსურველი სახელმწიფო ასეთ ვითარებაში ასე გამომწვევად არ უნდა იქცეოდეს. ყოველივე ამის გამო ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ერთგულებას იმ კურსისადმი, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ გამოაცხადა. გვსურს ამ ორმხრივი ურთიერთობის მოწესრიგება, მაგრამ დღეიდან ჩვენ განსაკუთრებული ყურადღებით დავაკვირდებით სოჭის ოლიმპიადის საორგანიზაციო ღონისძიებებს და თუ საბოლოოდ დარწმუნდა ჩვენი ხელისუფლება, რომ ხდება სპორტული თამაშების ზედმეტი პოლიტიზება და მისი მიზანმიმართული გამოყენება საქართველოს წინააღმდეგ, მივიღებთ გადაწყვეტილებას ქვეყნისა და ქვეყნის მოქალაქეებიხ ღირსების დასაცავად“.

სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობის თაობაზე განცხადება მთავრობამაც გაავრცელა:

„დღეიდან ჩვენ განსაკუთრებული ყურადღებით დავაკვირდებით სოჭის ოლიმპიადის საორგანიზაციო ღონისძიებებს და თუ საბოლოოდ დარწმუნდა ჩვენი ხელისუფლება, რომ ხდება სპორტული თამაშების ზედმეტი პოლიტიზება და მისი მიზანმიმართული გამოყენება საქართველოს წინააღმდეგ, მივიღებთ გადაწყვეტილებას ქვეყნისა და ქვეყნის მოქალაქეების ღირსების დასაცავად“.

მოგვიანებით, სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივით, ოლიმპიადის ბოიკოტირების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. რამდენიმე ათასს მიაღწია უკვე ამ ხელმოწერებმა. პეტიციაზე ერთ-ერთი პირველი ხელმომწერის, არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის სიტყვებით, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მიმდინარე პროცესებისა და იმ ფონზე, როცა სოჭის ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტმა პრესის სააკრედიტაციო სიაში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკები შეიყვანა, საქართველომ საკუთარი პოზიცია მკაფიოდ უნდა გამოხატოს:

„იყო ასეთი არგუმენტიც, რომ ჩვენ არავინ მხარს არ დაგვიჭერს, მაგრამ მე მგონია, რომ ამ შემთხვევაში მხარდაჭერაზეც აღარ არის საუბარი. მე მგონია, რომ ამ შემთხვევაში ჩვენ, როგორც სახელმწიფომ, უნდა დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია და გამოვხატოთ პროტესტი, ანუ აქ საუბარი არის პროტესტზე იმის წინააღმდეგ, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში და რასაც ახორციელებს რუსეთი“.
საქართველოს მთავრობას მყარად აქვს გადაწყვეტილი გაითვალისწინოს მოსახლეობის 80%-ის მოსაზრება ამასთან დაკავშირებით და მოაგვაროს ურთიერთობები რუსეთთან...
გიორგი ვოლსკი

ხელისუფლება კი სხვა აზრისაა. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას დეპუტატი გიორგი ვოლსკი ესაუბრა, რომლის სიტყვებითაც, ხელისუფლების ინსტრუმენტია კეთილგანწყობა და ამ ინსტრუმენტს ხელისუფლება იყენებს იმისათვის, რომ მას საერთაშორისო თანამეგობრობამაც დაუჭიროს მხარი:

„საქართველოს მთავრობას მყარად აქვს გადაწყვეტილი გაითვალისწინოს მოსახლეობის 80%-ის მოსაზრება ამასთან დაკავშირებით და მოაგვაროს ურთიერთობები რუსეთთან. აქედან გამომდინარე, რუსეთის ოლიმპიადისათვის უარის თქმა ამ პრინციპებიდან გადახვევა იქნება“.

გიორგი ვოლსკის სიტყვებით, საქართველოს ხელისუფლება ერთგულია საკუთარი პლატფორმისა, რაც მოლაპარაკებების უალტერნატივობაში გამოიხატება და ოლიმპიადაში მონაწილეობაც ამ პლატფორმის მიმართ ერთგულების გამოხატულებაა.

რა სარგებელი შეიძლება მიიღოს ქვეყანამ ოლიმპიადაზე წასვლით, გაუგებარია ექსპერტისთვის უსაფრთხოების საკითხებში ხათუნა ლაგაზიძისათვის. მისთვის გაუგებარია, რამდენად შესაძლებელია ან შესაძლებელი კია, საერთოდ, ქვეყანა წარდგეს ოლიმპიადაზე იმ სახელმწიფოში, რომელიც ყოველდღიურად ანექსიას ახორციელებს. ხათუნა ლაგაზიძის სიტყვებით, საქართველო დღეს პრაქტიკულად საომარ მდგომარეობაში იმყოფება რუსეთთან:

„შედეგს მივაღწიეთ იმ დათმობით, რასაც აქამდე ვთმობდით რუსეთთან? ასეთი ფორმულირება რომ შევთავაზოთ იმავე საერთაშორისო საზოგადოებას, რა, გაუკვირდებათ? რომ რუსეთი ყოვედღიურად ახორციელებს საქართველოს მიწების, ტერიტორიების მიტაცებას, დაპყრობას და ანექსიას და ასეთ პირობებში უნდა წავიდეთ და რუსეთის ტერიტორიაზე ოლიმპიადაში მივიღოთ მონაწილეობა? იქ, სადაც მედლებს კი არა, მედლებთან მიახლოებულ პოზიციებზეც ვერ გავალთ... ყველაზე შუალედური გამოსავალი არის, ალბათ, ოლიმპიური დროშის ქვეშ მონაწილეობის მიღება, რაც თავისთავად ძალიან რეზონანსული იქნება. ამ ორი არჩევანიდან ერთ-ერთი უნდა გავაკეთოთ: ან საერთოდ არ წავიდეთ, - და მე ძნელად მეგულება ჯარიმა, რომელიც საქართველოს ტერიტორიების წართმევაზე უფრო დიდი ჯარიმა იქნება, - ან უნდა წვიდეთ და წავიდეთ მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი მიზნით, რომ იქ, იმ უზარმაზარ ფორუმზე, დავაფიქსიროთ ჩვენი პროტესტი“.

ოლიმპიადაში საქართველოს მონაწილეობის საკითხზე კომენტარი საქართველოს პრეზიდენტმაც გააკეთა. მიხეილ სააკაშვილის სიტყვებით, რუსეთის მხრიდან გადადგმული ნაბიჯები პროვოკაციული გამოცდაა:
მიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი

„ის ამით გვცდის, რომ, აი, რამდენად წაუწვები და თუ რუსეთისა და პუტინის ზეწოლას მუდმივად ვუპასუხეთ სამთავრობო ქვეწოლით, - ქვეწოლით არც საქართველოს და არც სხვა ქვეყანას ისტორიულად არაფერი მიუღია“.

სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობა-არმონაწილეობის საკითხის გარდა, გასულ კვირაში რუსულ-ქართულ ურთიერთობებში კიდევ ერთი, სავაჭრო საკითხი იყო აქტუალური. რუსეთის სანიტარული სამსახურის უფროსმა გენადი ონიშჩენკომ დაიწუნა რამდენიმე ქართული კომპანიის პროდუქციის 28 ნიმუში და მათ რუსულ ბაზარზე შესვლის ნებართვა არ მისცა. „ინტერფაქსთან“ საუბარში ონიშჩენკომ განაცხადა, რომ მას „ეს ყველაფერი აიძულებს ეჭვი შეიტანოს ქართული მხარის სურვილში დაამყაროს გრძელვადიანი, სტაბილური და ცივილიზებული ურთიერთობა, რომლის საფუძველი იქნება რუსეთის ბაზრისთვის სტაბილურად ხარისხიანი ღვინის მიწოდება“.

საქართველოს ღვინის ეროვნულ სააგენტოში ითქვა, რომ რუსულ ბაზარზე ქართული ღვინის ექსპორტი ჯერ არ შეფერხებულა.

მთელი კვირის განმავლობაში აქტუალური იყო ქუთაისის სასჯელაღსრულების მე-2 დაწესებულებაში 7 ოქტომბერს გარდაცვლილი 16 წლის პატიმრის ამბავი. არასრულწლოვანი საკანში ჩამომხრჩვალი იპოვეს. გარდაცვლილის მამა დარწმუნებულია, რომ მისი შვილი სხვა პატიმრებმა მოკლეს. მიუხედავად იმისა, რომ წინასწარი დასკვნით, სასჯელაღსრულების სამინისტროში ფაქტს სუიციდთან აკავშირებენ, მინისტრ სოზარ სუბარის სიტყვებით, საბოლოო დასკვნას გამოძიება გამოაცხადებს. პროკურატურამ უკვე დაკითხა გარდაცვლილის ოჯახის წევრები.

დაბოლოს, გაუწყებთ, რომ გასულ სამუშაო კვირაში მაინის ფრანკფურტში წიგნის საერთაშორისო ბაზრობა გაიხსნა, სადაც ახალგაზრდულ ლიტერატურაში გერმანიის პრემია მიენიჭა თამთა მელაშვილის რომანს „გათვლა“, რომელიც გერმანულად ნათია მიქელაძემ თარგმნა.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG