Accessibility links

logo-print

მაიას ცივილიზაციის საწყისები


მაიას კულტურა: ღვთაება კუკულკანის ტაძარი მექსიკაში

მაიას კულტურა: ღვთაება კუკულკანის ტაძარი მექსიკაში

როგორც ჩანს, მაიას ცივილიზაციის განვითარება ბევრად უფრო რთულად გამოიყურება, ვიდრე ეს აქამდე მიიჩნეოდა. ასეთ დასკვნამდე მივიდა იაპონელ და ამერიკელ მეცნიერთა ჯგუფი გვატემალაში, სეიბალში მრავალწლიანი მუშაობის შემდეგ. აქამდე არქეოლოგიაში არსებობდა ორი თეორია მაიას კულტურის განვითარების შესახებ: ერთის მიხედვით, ეს გარეგანი გავლენის გარეშე მოხდა; მეორე თეორიის თანახმად კი, მაიაზე გავლენა მოახდინა მასზე უფრო ძველმა, ოლმეკების ცივილიზაციამ, რომლის ცენტრი ლა ვენტაში იყო. მაგრამ ჟურნალ „Science“-ში გამოქვეყნებულ სტატიაში ახალი გამოკვლევის ავტორები ეჭვქვეშ აყენებენ ორივე თეორიას. მათი აზრით, ცენტრალურ ამერიკაში საქმე უფრო კომპლექსურ გაცვლა-გამოცვლასთან უნდა გვქონდეს.

არიზონის უნივერსიტეტის მკვლევარი, ტაკეში ინომატა სტატიაში წერს, რომ, როგორც ჩანს, მაიას ტომთან ცხოველი კავშირები ჰქონდათ არა მხოლოდ ოლმეკებს, არამედ მთელ რიგ სხვა ხალხებს. მან და მისმა კოლეგებმა შეისწავლეს არა მხოლოდ არქიტექტურული სტილები და რიტუალური მინიშნებები, არამედ ჩაატარეს რადიონახშირბადის ანალიზი. აღმოჩნდა, რომ სეიბალი დაახლოებით 200 წლით ადრე იყო ოლმეკების ცენტრი, ვიდრე ლა ვენტა. ამიტომ სეიბალი ლა ვენტადან ვერ განვითარდებოდა.

მეორე მხრივ, ეს არ ნიშნავს, რომ მაია ოლმეკებზე უფრო ძველი კულტურაა, ვინაიდან ოლმეკებს ლა ვენტამდე სხვაგან ჰქონდათ ცენტრი. არქეოლოგების თანახმად, სეიბალში თავდაპირველად დაბალი, ორ მეტრამდე ნაგებობები იყო. დროთა განმავლობაში განახლებისა და შემდგომი რეკონსტრუქციის შედეგად კი ისინი სიმაღლეში გაიზარდა და საბოლოოდ მივიღეთ ცნობილი მაიას პირამიდები. „ჩნდება არქიტექტურის ახალი ფორმა, რომელიც, როგორც ჩანს, ახალ საზოგადოებრივ ფორმასა და სოციალურ იერარქიას ასახავს,“ წერს ტაკეში ინომატა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG