Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

AXL


აქსელ ბომანი
აქსელ ბომანი
21 დეკემბერს ელექტრონავტების მორიგი დაჯილდოებაა დაგეგმილი და, როგორც უკვე დაანონსდა, აფთერფართიზე აქსელ ბომანი დაუკრავს. ჩვენი დღევანდელი პროგრამა შეეხება ამ დიჯეის და პროდიუსერს, რომლის თბილისში ჩამოსვლაც, მართალია, წლის მთავარ მოვლენად არ უნდა შევაფასოთ, მაგრამ მისი მოსმენა ცუდიც ნამდვილად არ იქნება.

თავიდან, როცა ბომანის პირველი ალბომი გამოვიდა, Family Vacation, რამდენიმე ტრეკს მოვუსმინე და ვიფიქრე, რომ, So What, კიდევ ერთი ნორმალური ჰაუს პროდიუსერი. თანაც ბომანი ამ ალბომით გავიცანი, მანამდე მისი მხოლოდ ერთი ტრეკი მქონდა მოსმენილი. შემდეგ ერთ-ერთ ინტერვიუში თვითონაც თქვა, რომ ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა მან და მისმა მეგობრებმა ფული დახარჯეს პიარში და, როგორც ჩანს, ამან შედეგიც გამოიღო. მოკლედ, თავი რომ დავანებოთ მის მუსიკას, ბომანი თვითონაც საინტერესო ტიპია. ამას წინათ ვკითხულობდი კრისტიან კერილის ინტერვიუს აქსელ ბომანთან. ჟურნალისტი წერდა, რომ ამ ინტერვიუს დროს გაიცნო ერთ-ერთი ყველაზე კაი ტიპი ჰაუს პროდიუსერი, ვისაც ოდესმე შეხვედრია. კერილი წერდა, რომ აქსელის კაი ტიპობა იმით გამოიხატება, რომ ვერ ნახავთ მის სელფშოტებს აეროპორტში მთქნარების დროს ან კიდევ მის მუდმივ პოზირებას ჩრდილების ქვეშ ინსტაგრამზე. ამის მაგივრად შეგიძლიათ ნახოთ ყველაზე ცუდი ქავერ სიმღერების ნაკრების ლინკი მის ფეისბუკ თაიმლაინზე და ა.შ. უბრალოდ, მინდა ვთქვა, რომ ის ნაკლებად სტერილური და ნაკლებად დაკომპლექსებული ტიპია, რომელსაც, უბრალოდ, ძალიან მოსწონს მუსიკა და, აი, ეგეთი ტიპის სეტი კიდევ ნამდვილად იქნება კარგი მოვლენა თბილისისთვის.

ბომანი შვედია და მისი მუსიკალური კარიერაც სტოკჰოლმის არც ისე დიდ, თუმცა მეგობრულ და მრავალფეროვან ქლაბინგ სცენაზე იწყება. ბომანის უფროსი ძმა ხშირად ყიდულობდა უახლეს ტექნო და ჰაუს რელიზებს, რომლებსაც შემდეგ აქსელსაც ასმენინებდა. ცოტა ხანში უკვე ბომანი თავის მეგობრებს მიტოვებულ საწყობებში, გაშლილ მინდორზე ან ბინძურ სარდაფებში დაათრევდა - მოკლედ, უკრავდა ყველგან, სადაც შეიძლება სეტი გაემართა. მერე, ნუ, ყველაფერი ისე მოხდა, როგორც უნდა მომხდარიყო. აქსელი ჯერ სტოკჰოლმის ერთ-ერთ საუკეთესო დიჯეიდ ითვლებოდა, მერე მისი სახელი სხვა ქალაქებშიც გაიგეს და ა.შ. აქსელისთვის ყველაზე დიდი ტრამპლინი 2010 წელს მისი ტრეკი Purple Drunk იყო, რომელიც Dj KOZE-მ დაარელიზა თავის ახალ ლეიბლზე Pampa Records.

რაც შეეხება მის ალბომს, პრეს-რელიზში ბევრი სისულელე წერია. ნუ, ძირითადად სტანდარტული სისულელეები: როგორ მოგზაურობს ავტორი ჟანრებში და საიდან იკრეფს გავლენებს და ა.შ. აი, აქ უკვე აქსელის პრომოუშენზე დახარჯული პირველი ფული ნამდვილად არ ამართლებს, ალბომის ინტროდიუსინგი ცოტა ორიგინალურიც შეიძლებოდა ყოფილიყო. მოკლედ, ალბომი ბომანის და მისი მეგობრების ახალმა ლეიბლმა BARNHUS-მა დაარელიზა. თვითონ აქსელი ამბობს, რომ სწორედ ამ ლეიბლზე უნდოდა გაეკეთებინა რელიზი და დახმარებოდა მეგობრებს, რომ უფრო წარმატებული ყოფილიყო მათი საერთო საქმე. ნუ, თვითონ აშკარად უფრო ბევრი შეეძლო. დღეისთვის აქსელ ბომანი უკვე საკმაოდ ცნობილი ტიპია, რომელსაც გამოცდილებაც აქვს და ბევრი სასარგებლო მეგობრებიც Red Bull Music Academy-დან, თუმცა თვითონ მაინც შვედეთში დაბრუნდა და ალბომიც იქ გამოუშვა.

მე ამ ალბომიდან ორ ტრეკს გამოვყოფ, რომელიც ყველაზე მეტად მომეწონა. პირველია Son Of A Plumber, კლასიკ ელექტრონიკა საუნდი, რომელიც სულ ასწორებს.
მეორე ტრეკი, რომლითაც დავასრულებ ჩემს პროგრამას, ცოტა სევდიანია და, ალბათ, ამ ალბომის ერთ-ერთ საუკეთესო ტრეკად შეიძლება ჩავთვალოთ - Fantastic Piano:

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG