Accessibility links

logo-print

წნევის გაზომვა ორ მკლავზე


Russia -- Doctor takes the blood pressure of a patient at the Christmas mental hospital in the Voronezh region, 13Jul2011

Russia -- Doctor takes the blood pressure of a patient at the Christmas mental hospital in the Voronezh region, 13Jul2011

როცა მარჯვენა და მარცხენა მკლავებში სისხლძარღვების წნევა ერთმანეთისგან განსხვავდება, ეს შეიძლება სისხლძარღვების დახშობის ნიშანი იყოს. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ მეცნიერები 28 სხვადასხვა გამოკვლევის შედეგების ანალიზის შემდეგ. განსაკუთრებით დიდი რისკის წინაშე დგანან ის პაციენტები, რომელთა შემთხვევაში ე.წ. სისტოლურ წნევაში განსხვავება მინიმუმ 15 მილიმეტრს შეადგენს ვერცხლისწყლის სვეტზე (სისტოლური ეწოდება წნევის გაზომვისას ორი მაჩვენებლიდან უფრო მაღალს). მათ მკლავისა და ფეხის არტერიების გამტარობის შეფერხების საფრთხე შეიძლება ემუქრებოდეთ. მაგრამ გაზრდილია ზოგადად გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით სიკვდილის საფრთხეც.

„ჩვენი კვლევის შედეგები გამოყენებულ უნდა იქნეს წნევის გაზომვის ახალი წესების შესამუშავებლად“, ამბობენ ქრისტოფერ კლარკი და მისი კოლეგები ექსეტერის უნივერსიტეტიდან. როგორც ზემოხსენებულმა გამოკვლევამ აჩვენა, მკლავებისა და ფეხების არტერიათა შევიწროების ადრეულ ეტაპზე აღმოჩენა კორონალური სისხლძარღვების არტერიოსკლეროზის დაავადებათა დროულ დიაგნოსტიკასაც უწყობს ხელს.

როცა საცდელი პირების ორივე მკლავის გაზომვისას მიღებულ შედეგებს შორის 14 მილიმეტრზე მეტი სხვაობა იყო, მათ ორნახევარჯერ ეზრდებოდათ პერიფერიული არტერიების გამტარობის შეფერხების საფრთხე. ასევე დადგინდა კავშირი თავის ტვინის სისხლძარღვთა დაავადებებთან და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ფართო სპექტრთან. განხილული გამოკვლევებიდან ხუთი ადასტურებს, რომ ორ მკლავს შორის წნევაში სხვაობა საშუალოდ 37 მილიმეტრით იზრდება, როცა რენტგენის თანახმად, ერთ-ერთი მკლავის არტერია 50%-ზე მეტით იყო დახშული.
XS
SM
MD
LG