Accessibility links

logo-print

თეთრი სახლის უსაფრთხოება და "დრონები"


საიდუმლო სამსახური თეთრი სახლის ეზოში უპილოტო საფრენ აპარატს ეძებს

საიდუმლო სამსახური თეთრი სახლის ეზოში უპილოტო საფრენ აპარატს ეძებს

თეთრი სახლის უსაფრთხოება ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, როცა ორშაბათს მცირე ზომის უპილოტო, დისტანციურად მართული „კვადკოპტერის“ სახელით ცნობილი საფრენი მოწყობილობა თეთრი სახლის გაზონზე ჩამოვარდა. შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახური საქმეს იძიებს, მაგრამ ე.წ. დრონის ექსპერტები ამბობენ, რომ მსგავსი მოწყობილობებისგან თავდაცვის სანდო მექანიზმები არ არსებობს.

ეს თეთრი სახლის ეზოში უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოვარდნის პირველი შემთხვევა არ ყოფილა. 1994 წელს პილოტმა თვითმფრინავი Cessna თეთრი სახლის სამხრეთ ეზოში ჩამოაგდო, რასაც უსაფრთხოების ზომების გადაფასება მოჰყვა.

უკანასკნელმა შემთხვევამ კიდევ ერთხელ წინ წამოწია პრეზიდენტის რეზიდენციის დაცვის საკითხი.ელექტრონული მოწყობილობების დაბალი ფასის გამო, მცირეწონიანი საფრენი აპარატები ახლა ყველასთვის ხელმისაწვდომია.

შეიძლება თუ არა რამის განადგურება? რა თქმა უნდა. შესაძლებელია თუ არა მისით შენობის მიწასთან გასწორება? ალბათ არა.

ფედერალური ავიაციის ადმინისტრაცია, რომელიც შეერთებული შტატების საფრენ სივრცეს აკონტროლებს, მოყვარულების მიერ მოწყობილობების ფრენას 120 მეტრზე მაღლა ზღუდავს, მაგრამ თანამედროვე საფრენი აპარატების მართვა ავტომატურად, წინასწარი დაპროგრამირებითაცაა შესაძლებელი.

ილინოისის ტექნოლოგიური ინსტიტუტის რობოტექნიკის ლაბორატორიის ასოცირებული პროფესორის მეთიუ სპენკოს თქმით, ზოგიერთი მწარმოებელი საფრენ აპარატებს ისე აპროგრამებს, რომ მათ ზოგ არეალში ფრენა არ შეუძლიათ, თუმცა ეს მათ დაჰაკვისგან არ იცავს.

“თუ ზუსტად იცი რას აკეთებ, მაშინ ამ პროგრამის შეცვლაც შეიძლება.”

სპენკო ამბობს, რომ მსგავს საფრენებს 6 კილომდე ტვირთის გადატანა შეუძლიათ. საუკეთესო მოდელებს კი 25 წუთამდე უწყვეტად, წამში 10 მეტრი სიჩქარით ფრენა შეუძლიათ.

ნებრასკის უნივერისტეტის ჟურნალისტიკის პროფესორი მეთიუ უეითი საფრენი მოწყობილობების ჟურნალისტიკაში გამოყენების გზებს სწავლობს. მისი თქმით 26 იანვარს მომხდარ შემთხვევას შეიძლება ცუდი შედეგები მოჰყვეს.

“უკვე წლებია ვამბობ, რომ ერთი იდიოტის სულელურმა ქცევამ შეიძლება ბევრი ცუდი წესი გამოიწვიოს და ვშიშობ რომ ჩვენი იდიოტი აღმოვაჩინეთ”

უეითი მიიჩნევს, რომ თეთრი სახლი კარგადაა დაცული, თუმცა მონდომებულ ადამიანს დიდი ქაოსის გამოწვევა შეუძლია.

“თუ ვინმეს ზიანის მიყენება და რამის აფეთქება უნდა, მისი შეჩერების ძალიან მცირე შანსებია.”

საიდუმლო სამსახურს საფრენი აპარატების იდენტიფიცირების და განადგურების ეფექტური სისტემა არ გააჩნია. უეითი მიიჩნევს, რომ უკანასკსნელი ინცინდენტის შემდეგ სააგენტო საკუთარი მიდგომის სხვადასხვა ვარიანტს განიხილავს. მისი თქმით, დრონებიდან მომავალი საფრთხე დაბალია.

“შეიძლება თუ არა რამის განადგურება? რა თქმა უნდა. შესაძლებელია თუ არა მისით შენობის მიწასთან გასწორება? ალბათ არა. რასაკვირველია არსებობს საფრთხეები, მაგრამ არა დიდი რისკები.”

ბევრი სხვა თანამედროვე მოწყობილობის მსგავსად საფრენი აპარატები მოხმარებაში დარჩება და მარეგულირებელ უწყებებს კონტროლის მექანიზმების მოფიქრება მოუწევთ. მანამდე კი კერძო კომპანიები უკვე ხედავენ მომგებიანი ბიზნესის პოტენციალს, რაც დამცავი საშუალებების დანერგვის შესაძლებლობაში მდგომარეობს.

XS
SM
MD
LG