Accessibility links

logo-print

წიგნის გაყიდვის წესი და გიორგი კეკელიძის ორი (და მეტი) თავგადასავალი


როგორ გავყიდოთ წიგნი? უფრო სწორად, როგორ გავყიდოთ წიგნი ისე, რომ ის რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა წაიკითხოს? რა არის ამისათვის საჭირო თანამედროვე სამყაროში და რა გზებს მიმართავენ მწერლები ან მათი ლიტერატურული აგენტები? ხოლო თუ ავტორს ლიტერატურული აგენტი არ ჰყავს, ირგებს თუ არა მის როლს თავად მწერალი? რა არის დაშვებული და რა არა ამ პროცესში ან როგორ შეიცვალა წიგნის მარკეტინგი საქართველოში საბჭოთა პერიოდის შემდეგ? ამ კითხვებზე სასაუბროდ გიორგი კეკელიძე ავირჩიეთ - პოეტი, პროზაიკოსი და ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი. ავირჩიეთ იმიტომაც, რომ გიორგი კეკელიძის ყოველი ახალი წიგნის გაყიდვას სოციალურ ქსელში ე. წ. „სელფების“ კამპანია მოჰყვება ხოლმე - მისი ახალი წიგნით ხელში, მკითხველები - ძირითადად გოგონები - საკუთარ ფოტოებს აქვეყნებენ და ამ გზით ახალ წიგნს პოპულარიზაციას უწევენ. მწერლების ერთი ნაწილისთვის წიგნის გაყიდვისა და, ზოგადად, რეკლამირების ეს ფორმა მიუღებელია, ნაწილი კი ფიქრობს, რომ რატომაც არა, წიგნი ჩვეულებრივი პროდუქტია. 11 თებერვალს გიორგი კეკელიძის ახალი წიგნის, „ორი თავგადასავლის“, პრეზენტაცია გაიმართა და, ამ წიგნით ხელში, „სელფები“ სოციალურ ქსელში უკვე გამოჩნდა. საინტერესოა, მოხსნის თუ არა „ორი თავგადასავალი“ კეკელიძის კიდევ ერთი წიგნის, „გურული დღიურების“, გაყიდვის რეკორდს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG