Accessibility links

logo-print
თუ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში საქართველოში ცხოვრობდი და გქონდა ინტერნეტი, ერთხელ მაინც აუცილებლად უნდა შეგხვედროდა ონლაინჟურნალი wis.ge.

What I See - რასაც მე ვხედავ - ნასტასია არაბულის პროექტია. რამდენიმეწლიანი მცდელობის შემდეგ ნასტასია არაბულმა მაინც გადაწყვიტა და შექმნა საკუთარი ონლაინგამოცემა. ჩემი აზრით, საკმაოდ კარგადაც გამოუვიდა. WIS-ი ნამდვილად გამორჩეული ვებსაიტია ჯინეტში. აქ ყოველთვის იპოვით რამე ისეთს, რაზეც შეიძლება აქამდე არასდროს გიფიქრიათ, მაგრამ გპირდებით, როცა კითხვას დაასრულებთ, ეს ყველაფერი ძალიან საინტერესოდ მოგეჩვენებათ.

თავიდან ვიფიქრე, პროექტის შესახებ დამეწერა, უფრო სწორად, მსგავსი ქართული საიტების შესახებ გამეკეთებინა დღევანდელი ახალგაზრდული პროგრამა. მეპოვა კიდევ სხვა პროექტები, რომლებიც მხოლოდ ახალგაზრდების ენთუზიაზმისა და მონდომების წყალობით საინტერესო ონლაინგამოცემებად ჩამოყალიბდნენ. თუმცა მალევე აღმოვაჩინე, რომ ამ თვალსაზრისით, ნასტასია თითქმის ერთადერთია: მან ძალა მოიკრიბა, სხვა საქმეები გვერდით გადადო და ინტერნეტში ყველას გაუზიარა ის, რასაც ყოველდღე ხედავს. ამიტომ გადავწყვიტე, პროექტის შესახებ თავად ნასტასია არაბულთან მესაუბრა.
XS
SM
MD
LG