Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზაალ უდუმაშვილი უარს ამბობს "რუსთავი 2"-ის დროებით მმართველობაზე


"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე ზაალ უდუმაშვილი უარს ამბობს ტელეკომპანიის დროებით მმართველობაზე. უდუმაშვილმა ეს პოზიცია გამოხატა მას შემდეგ, რაც სასამართლოს მიერ დანიშნულმა "რუსთავი 2"-ის დროებითმა მმართველებმა დავით დვალმა და რევაზ საყევარიშვილმა გამოაცხადეს, რომ საკუთარი უფლებამოსილება მიანიჭეს ზაალ უდუმაშვილს და ეს გააკეთეს ცალმხრივად. უდუმაშვილმა საგანგებო პრესკონფერენციაზე დაადასტურა დვალთან შეხვედრის და დროებით მმართველობაზე საუბრის ფაქტი, თუმცა მას კონფიდენციალური საუბარი უწოდა და დასძინა,, რომ ვერ შეჯერდნენ პოზიციებზე. დვალს "ავუხსენი, რომ ეს არის ხელისუფლების წარმოებული ბრძოლა, რომელშიც ის წარმოადგენს ამ ბრძოლის იარაღს", განაცხადა უდუმაშვილმა. მისივე თქმით, "ტელევიზიის ნორმალურად ფუნქციონირება მთლიანად დამოკიდებულია ეხლა დროებით მმართველებზე და მათ გადაწყვეტილებაზე. ის, რომ რაღაც "ტრიუკი" შემოაგდეს, რომ მე დამნიშნონ აქ დროებით მმართველად და რაღაც გაუაზრებელი ვალდებულებები მე ამკიდონ მთლიანად - დიდი ბოდიში, მაგრამ მე ამ ვალდებულებებს ვერ ავიღებ ჩემ თავზე იმიტომ, რომ ეს არ არის ჩემი ფუნქცია". უდუმაშვილმა აღნიშნა ასევე, რომ სამ დღეში ტელეკომპანიას გასასტუმრებელი აქვს, მისი თქმით, "სერიოზული ფინანსური ვალდებულებები" და ეს დროებითი მმართველების პასუხისმგებლობაა.ამასთან, უდუმაშვილმა უკანონო უწოდა "რუსთავი 2"-ის დროებითი მმართველის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე შესაბამისი გადაწყვეტილების ასახვას საჯარო რეესტრში - მისი, ზაალ უდუმაშვილის თანხმობის და ხელმოწერის გარეშე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG