Accessibility links

logo-print

ჟირინოვსკის თავისი ძეგლი მოსწონს, ინტერნეტს - არც ისე


ზურაბ წერეთელი (მარცხნიდან მესამე) და ვლადიმირ ჟირინოვსკი (მარჯვნივ) ამ უკანასკნელის ძეგლის გახსნაზე.

ზურაბ წერეთელი (მარცხნიდან მესამე) და ვლადიმირ ჟირინოვსკი (მარჯვნივ) ამ უკანასკნელის ძეგლის გახსნაზე.

რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის დამფუძნებლის, ვლადიმირ ჟირინოვსკის ბრინჯაოს სამმეტრიან ქანდაკებას მარჯვენა ხელი მკერდზე აქვს მიდებული და თავდაჯერებულად გასცქერის ჰორიზონტს.

ძეგლი ამ რამდენიმე დღის წინ გაიხსნა მოსკოვში, ჟირინოვსკის მიერვე, 1999 წელს დაარსებული არაკომერციული სკოლის, "მსოფლიო ცივილიზაციის ინსტიტუტის" ეზოში.

როგორც ჟირინოვსკი ამბობს, მას არასდროს ეგონა, თუ ოდესმე მისი ქანდაკება დაიდგმებოდა და გრძნობს "სიამაყეს საჩუქრის გამო", რომელიც მას მიუძღვნა ქართველმა მხატვარმა და მოქანდაკემ, რუსეთის სამხატვრო აკადემიის პრეზიდენტმა ზურაბ წერეთელმა.

"წერეთელმა ძეგლი იმიტომ კი არ დამიდგა, რომ მეცნიერი ან ათლეტი ვარ, არამედ იმიტომ, რომ ვარ პოლიტიკური პარტიის ლიდერი" - დაწერა ვლადიმირ ჟირინოვსკიმ ინსტაგრამზე და ქანდაკებას "ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ბრინჯაოს სიგელი" უწოდა.

რუსულ ტვიტერზე ბევრმა დასცინა ჟირინოვსკის ქანდაკებას:

"მსუქანმა ჟირინოვსკიმ გამხდარ ჟირინოვსკის ძეგლი დაუდგა მოსკოვში. ეს სრულად აღწერს რუსეთის პოლიტიკურ ცხოვრებას" - წერს ერთ-ერთი მომხმარებელი, @StalinGulag.

"შენი სახე, როცა ქანდაკება შენზე ჭკვიანია" - წერს @Baturyna_Elena ტვიტერზე.

ზოგიერთმა მომხმარებელმა კი ჟირინოვსკის ქანდაკების სხვა ვერსიები შემოგვთავაზა:

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG