Accessibility links

logo-print

რუსმა ულტრანაციონალისტმა პოლიტიკოსმა ვლადიმირ ჟირინოვსკიმ სარჩელი შეიტანა საბჭოთა კავშირის ექს-პრეზიდენტ მიხაილ გორბაჩოვის წინააღმდეგ მის წიგნში გამოთქმული შეფასებების გამო. ჟირინოვსკი გორბაჩოვს ცილისწამებაში ადანაშაულებს და მილიონ რუბლს (15,200 დოლარს) მოითხოვს მორალური ზიანის ასანაზღაურებლად პატივისა და ღირსების შემლახველი გამონათქვამებისთვის. 2014 წელს გამოქვეყნებულ წიგნში, „კრემლის შემდეგ“, გორბაჩოვი რამდენჯერმე ახსენებს ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერს, ჟირინოვსკის და, მაგალითად, „ექსტრემისტულს“ უწოდებს მის ამონათქვამებს. მოსკოვის სასამართლომ 15 ოქტომბრისთვის დანიშნა სხდომა გორბაჩოვის წინააღმდეგ ჟირინოვსკის სარჩელის განსახილველად.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG