Accessibility links

logo-print
ქართველი სპეციალისტები ზონკარის წყალსაცავის დათვალიერებას და მისი მდგომარეობის შესწავლას მოითხოვენ. რამდენიმე თვის წინ ზონკარის წყალსაცავი სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა როგორც გორის, ისე ცხინვალის რაიონის სოფლებს. წყალსაცავის კაშხალი დაზიანებული იყო, დამცავი ფარები კი გაჭედილი, რამაც წყალსაცავის გადავსება გამოიწვია. გაჩნდა საფრთხე, რომ წყალი კაშხალს გამოარღვევდა და მიმდებარე სოფლებს დატბორავდა. სპეციალისტების აზრით, წარმოიქმნებოდა 10 მეტრამდე სიმაღლის ტალღა, რომელიც ქართულ და ოსურ სოფლებს დაარტყამდა. სხვადასხვა გათვლებით, 40 მილიონი კუბური მეტრი ტევადობის წყალსაცავიდან გამოსული წყალი გორის დატბორვასაც გამოიწვევდა.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ წყალსაცავი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხვდა, იქ შესვლას ქართველი სპეციალისტები ვეღარ ახერხებდნენ, ოსურმა მხარემ კი წყალსაცავი გაავსო. მოგვიანებით, ეუთოს დახმარებით, მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომ ზონკარზე ქართველი და საერთაშორისო სპეციალისტები შეეშვათ. საერთაშორისო დახმარებით მოხერხდა, რომ გაჭედილი ფარები ამწეებით გაეხსნათ და წყალსაცავი დაეცალათ, მაგრამ ამჟამად
საშიშროება იმდენი აღარ არის, მაგრამ იმის თქმა, რომ შეიძლება სრულიად მშვიდად ვიყოთ, შეუძლებელია, იმიტომ რომ მთელი კაშხლის სრული ექსპერტიზა არ ჩატარებულა...

საფრთხე მხოლოდ ნაწილობრივ არის მოხსნილი. წყალთა მეურნეობის სპეციალისტი გელა ზოზიაშვილი მიიჩნევს, რომ წყალსაცავი მუდმივ დაკვირვებას საჭიროებს, ამიტომ ოსურმა მხარემ ქართველ სპეციალისტებს პერიოდულად იქ შესვლის უფლება უნდა მისცეს.

„დათვალიერდა კონსტრუქციული ნაწილი და, როგორც აღმოჩნდა, იქ იყო საკმაოდ სერიოზული დაზიანება. დღემდე ჩვენ არ ვიცით ეს იყო აფეთქების შედეგად თუ ბუნებრივად იყო ეს დაზიანება. ფაქტი ის იყო, რომ მონოლითური რკინა-ბეტონის ნაწილი დაზიანებული იყო და იქიდან წყალი იღვრებოდა, რაც შესაბამის საშიშროებას ქმნიდა. საშიშროების ერთი ნაწილი, რასაც კონსტრუქციული მხარე ჰქვია, მოგვარებულია. საშიშროება იმდენი აღარ არის, მაგრამ იმის თქმა, რომ შეიძლება სრულიად მშვიდად ვიყოთ, შეუძლებელია, იმიტომ რომ მთელი კაშხლის სრული ექსპერტიზა არ ჩატარებულა“, – აცხადებს გელა ზოზიაშვილი.
ყველაფერი გავაკეთეთ ამ საფრთხის ასაცილებლად. ეუთოს დახმარებით თანხები მოიძებნა და რაც წინ შეგვხვდება, იმასაც მოვერევით. ახლა წყალსაცავი დაცლილია და სანამ სრულყოფილი შეკეთება არ მოხდება, მაგის გავსება არ იქნება...


ინჟინერი კონსტანტინე პრედეინი პერიოდულად ახერხებს ზონკარის დათვალიერებას. მისი თქმით, საფრთხე ბოლომდე მოხსნილი არ არის და წყალსაცავის გავსება დაუშვებელია, ვიდრე მისი შეკეთება არ დასრულდება.

„ყველაფერი გავაკეთეთ ამ საფრთხის ასაცილებლად. ეუთოს დახმარებით თანხები მოიძებნა და რაც წინ შეგვხვდება, იმასაც მოვერევით. ახლა წყალსაცავი დაცლილია და სანამ სრულყოფილი შეკეთება არ მოხდება, მაგის გავსება არ იქნება“, – ამბობს კონსტანტინე პრედეინი.

საერთაშორისო ორგანიზაციები, ქართული და ოსური მხარეები მიიჩნევენ, რომ ზონკარის წყალსაცავის პროექტი ჯერჯერობით ერთადერთია, რომლის მოგვარებაზეც მხარეებმა ერთობლივად და შეთანხმებულად იმუშავეს. სპეციალისტების აზრით, წყალსაცავის უსაფრთხოება ორივე მხარის ინტერესში შედიოდა და ამიტომ მოიძებნა შეხების წერტილები. ახლა ქართველი სპეციალისტები მოითხოვენ, რომ ექსპერტიზა კიდევ ერთხელ ჩატარდეს და დარჩენილი სამუშაოებიც დასრულდეს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG