Accessibility links

მარკ ზაკერბერგი ქონების უდიდესი ნაწილის გაჩუქებას აპირებს


მარკ ზაკერბერგი და პრისცილა ჩანი ახალდაბადებულ ქალიშვილთან ერთად.

მარკ ზაკერბერგი და პრისცილა ჩანი ახალდაბადებულ ქალიშვილთან ერთად.

კომპანია ფეისბუკის აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ ზაკერბერგმა 1 დეკემბერს გამოაცხადა, რომ ქონების უდიდესი ნაწილის გაჩუქებას აპირებს. 31 წლის ზაკერბერგი მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა მულტიმილიარდერებს მიეკუთვნება და მეუღლესთან, პრისცილა ჩანთან ერთად აცხადებს, რომ ახალ საქველმოქმედო ორგანიზაციას აჩუქებს სოციალურ ქსელ ფეისბუკის აქციების 99%-ს, რაც ამჟამად 45 მილიარდ დოლარს შეესაბამება. განცხადება წერილის სახით გავრცელდა ფეისბუკზე. მისი ადრესატია ზაკერბერგის და ჩანის ქალიშვილი, რომელიც გასულ კვირაში დაიბადა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ფული მოხმარდება საქმიანობას, რომელიც „განავითარებს ადამიანის პოტენციალს და გააძლიერებს თანასწორობას“. აშშ-ში არაერთი სხვა მილიარდერიც - მათ შორის უორენ ბაფეტი და ბილ გეიტსი - ახმარს ქონების დიდ ნაწილს ქველმოქმედებას, განათლებასა და სამეცნიერო კვლევას.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG