Accessibility links

logo-print

„რადიკალური განსხვავება შეფასებებსა და ხედვებში“


ზურაბ აბაშიძე

ზურაბ აბაშიძე

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის განცხადებით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, გრიგორი კარასინთან შეხვედრაზე იყო „რადიკალური განსხვავება შეფასებებსა და ხედვებში“ რუსეთის მიერ სოხუმისათვის მომზადებული ხელშეკრულების პროექტთან მიმართებით. ეს განცხადება აბაშიძემ გააკეთა კარასინთან 16 ოქტომბერს პრაღაში შეხვედრის შემდეგ, რადიო თავისუფლების კორესპონდენტთან საუბრისას: „(შეხვედრას) ასე შევაფასებდი, როგორც ყველა ჩვენი შეხვედრიდან - რვა შეხვედრა ჩატარდა უკვე, ამ შეხვედრის ჩათვლით - როგორც ყველაზე რთულს. და ყველაზე მწვავე საკითხი იყო, რა თქმა უნდა, ახალი ხელშეკრულების პროექტი, რომელიც გამოქვეყნდა - მოსკოვსა და სოხუმს შორის ახალი ურთიერთობების შესახებ“. აბაშიძის თქმით, მან აუხსნა გრიგორი კარასინს, რომ თუკი ეს ხელშეკრულება გაფორმდება, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ ეს შეფასდება, როგორც აფხაზეთის ანექსიის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი.

XS
SM
MD
LG