Accessibility links

"ჯობს პროფესიონალი იყო, ვიდრე პატრიოტი და არაფერი იცოდე"


ზურაბ არაბიძე

ზურაბ არაბიძე

მოსკოვში ცხოვრობს და მუშაობს არქიტექტორი, მხატვარი, ზურაბ არაბიძე. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი დაამთავრა, არქიტექტურისა და დიზაინის მაგისტრია. ის იყო პირველი ქართველი ხელოვანი, რომლის გამოფენა მოსკოვში ჩატარდა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ.

"უხილავ ფარდაში" ზურაბ არაბიძე რუსეთში მუშაობის პირობებზე, რუსეთზე, იქ ხელოვნებისადა ხელისუფლების მიმართ ხალხის დამოკიდებულებაზე, ასევე საქართველოზე, თბილისი არქიტექტურულ ტრაგედიაზე ლაპარაკობს. „უხილავი ფარდის“ ავტორი ოქროპირ რუხაძე ზურაბ არაბიძეს ესაუბრა ტელეფონით, ხელოვანის თბილისში ყოფნისას. ინტერვიუს პირველი თემა ქართველი არტისტის ცხოვრება იყო რუსეთის დედაქალაქში, მოსკოვში. როგორია ეს ცხოვრება, უწევს მხატვარს ფიქრი იმაზე, რომ იმ ქვეყანაშია, სადაც გარემო არაა ნეიტრალური საქართველოს მიმართ, რომ უნდა გაითვალისწინოს იქაური მნახველის გემოვნება და სურვილები, ხელოვნების რუსი კრიტიკოსების აზრი? ხომ არ ზღუდავს ეს მის თავისუფლებას?

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG