Accessibility links

logo-print
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, განათლების სამინისტრო მზადაა დააფინანსოს აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ იმ პირთა უმაღლესი განათლება, რომლებიც პირადობის ნეიტრალურ მოწმობას ან ნეიტრალურ სამგზავრო დოკუმენტს ფლობენ. განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების გარდა, შეთავაზება საზღვარგარეთის უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებზეც ვრცელდება. საინტერესოა, რა გამოხმაურება მოჰყვება საქართველოს მთავრობის ინიციატივას და მისაღები იქნება თუ არა იგი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეებისათვის. ამ საკითხებზე სასაუბროდ ნონა მჭედლიშვილმა თბილისის სტუდიაში კოალიციის ”დევნილთა უფლებებისათვის” აღმასრულებელი დირექტორი ზურაბ ბენდიანიშვილი მიიწვია. ზურაბ ბენდიანიშვილი საუბარს ამ ინიციატივის შეფასებით იწყებს.

XS
SM
MD
LG