Accessibility links

28 ნოემბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო თბილისის ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე. რამდენიმე დღის წინ, ზოოპარკის ბინადარ ცივეტას მოზარდებმა ცეცხლი წაუკიდეს. მართალია ზოოპარკის თანამშრომლებმა ცხოველის გადარჩენა მოახერხეს, მაგრამ ადმინისტრაციის თქმით, სამწუხაროდ, საკმაოდ ხშირია დამთვალიერებლის მხრიდან ცხოველებისადმი უდიერად მოპყრობის ფაქტები. რა მდგომარეობაა დღესდღეობით თბილისის ზოოპარკში? როგორ გეგმავს ზოოპარკის ადმინისტრაცია იშვიათი სახეობის ცხოველების გამრავლებას? გადავა თუ არა ზოოპარკი თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე და აშენდება თუ არა იქ თავშესაფარი იმ დათვებისთვის, რომლებიც ფიზიკურ პირებს სახლებიდან და რესტორნებიდან ჩამოერთვათ?..

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG