Accessibility links

ზურაბ კვაჭაძე: სააკაშვილს ოდესაში ფართო უფლებამოსილებები დასჭირდება


ზურაბ კვაჭაძე

ზურაბ კვაჭაძე

30 მაისს უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ საქართველოს ყოფილ ლიდერს, მიხეილ სააკაშვილს, დაჩქარებული წესით მიანიჭა უკრაინის მოქალაქეობა და სათავეში ჩაუყენა დიდი სავაჭრო-ეკონომიკური პოტენციალის, თუმცა მაღალი კორუფციითა და კლანური დაპირისპირებით ცნობილ ოდესის ოლქს. ერთი წლის წინ, 2014 წლის 2 მაისს, პრორუსული ძალების მიერ მოწყობილ პროვოკაციას ოდესაში 48 ადამიანი ემსხვერპლა. როგორია ოდესა დღეს და რა მოლოდინს უკავშირებენ ოდესელები ახალი გუბერნატორის პოსტზე „რკინის ხელისა“ და რეფორმატორის იმიჯის მქონე „მიხოს“ დანიშვნაზე? ამ საკითხებზე სასაუბროდ ოდესიდან გვერთვება იქ მცხოვრები პუბლიცისტი და ყოფილი დიპლომატი, თავის დროზე საქართველოს გენერალური კონსული ოდესასა და დონეცკში ზურაბ კვაჭაძე.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG