Accessibility links

logo-print

დადაიზმი+ანარქიზმი = ზურაბ რთველიაშვილს - ასეთი აფიშა დაახვედრეს პოეტსა და არტისტს, ზურაბ რთველიაშვილს, შვედეთის ქალაქ მალმოში უნივერსიტეტის სტუდენტებმა მისსავე საღამოზე რამდენიმე წლის წინ. უკვე ხუთი წელია ზურაბ რთველიაშვილი ემიგრაციაში იმყოფება შვედეთში. მან საქართველო პოლიტიკური დევნილის სტატუსით დატოვა. დღეს ზურაბ რთველიაშვილი აქტიურადაა ჩაბმული შვედეთის - და არამხოლოდ შვედეთის - კულტურულ ცხოვრებაში. მას უკვე არაერთი მიწვევა ჰქონდა ცნობილ პოეტურ ფესტივალებზე, მონაწილეობს სხვადასხვა პერფორმანსებში, სულ მალე გამოვა ლექსების კრებული „პოეზიის დიქტატურა“. როგორი იყო ეს ხუთი წელი სამშობლოსგან შორს და რამდენად რთული - უცხო ქვეყანაში დამკვიდრება და თავისი საქმის კეთება? რადიო თავისუფლება ზურაბ რთველიაშვილს სტოკჰოლმში ტელეფონით დაუკავშირდა და მისი ამჟამინდელი ცხოვრებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ინტერვიუ ჩაწერა.

XS
SM
MD
LG