მიმდინარე კვირის დასაწყისში საქართველოს პარლამენტში შევიდა კანონპროექტების პაკეტი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმის განხორციელება, მათ შორის − პოლიციისა და სპეცსამსახურების ფუნქციათა გამიჯვნა. ამ კანონპროექტზე მუშაობა ორ წელიწადს გაგრძელდა და, როგორც მისი ერთ-ერთი ავტორი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი ზვიად ოქროპირიძე ამბობს, დოკუმენტი უკვე განიხილება საპარლამენტო კომიტეტებში.
დაწერეთ კომენტარი