რადიო თავისუფალი ევროპა / რადიო თავისუფლება 28 ენაზე მაუწყებლობს. ქვეყნებში, რომლებშიც ვაწარმოებთ მაუწყებლობას, ჩვენი პროგრამების უმრავლესობის მოსმენა შეიძლება ადგილობრივი რადიოსადგურების მეშვეობით, FM სიხშირეებსა და მოკლე ტალღებზე. რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება არის კერძო საერთაშორისო სამაუწყებლო კომპანია, რომელიც მაუწყებლობს აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის, რუსეთის, კავკასიის, ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებისთვის. მას, მაუწყებელობის მმართველთა საბჭოს მეშვეობით, აშშ-ის კონგრესი აფინანსებს. რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების მისიაა, ფაქტობრივი ინფორმაციისა თუ იდეების გავრცელებით, ხელი შეუწყოს დემოკრატიული ფასეულობებისა და ინსტიტუტების განმტკიცებას.
13 მაისს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო მამუკა ანდღულაძე, ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” წარმომადგენელი.
ქართულ-ოსურ რადიოსტუდიაში უკვე 7 დისკუსია ჩაიწერა. ეს სტუდია არასამთავრობო ორგანიზაცია მეგობრობის ხიდი „ქართლოსის“ პროექტით შეიქმნა.
ირანში საპრეზიდენტო არჩევნების წინ კამპანია ოფიციალურად იწყება, ქვეყნის ისედაც პოლიტიზებული მედია კი სულ უფრო მეტად პოლარიზებული ხდება.
გიორგი ფარესიშვილი მიიჩნევს, რომ ფალსიფიცირებული ჩანაწერის გამოქვეყნებით მაღალჩინოსნებმა მას გადაუხადეს სამაგიერო.
1993 წლიდან მსოფლიოში ყოველ 3 მაისს პრესის თავისუფლების დღე აღინიშნება.
რამდენად თავისუფალია პრესა საქართველოში და რა ხელის შემშლელი ფაქტორები აფერხებენ მის თავისუფლებას?