კიევში მიხეილ ბულგაკოვის ძეგლის აღებამ უკრაინაში კულტურული მეხსიერების, იდენტობისა და დეკოლონიზაციის შესახებ მწვავე დებატები განაახლა. ერთისთვის ბულგაკოვი რუსული იმპერიალიზმის სიმბოლოა, მეორისთვის კი - კიევის მრავალფეროვანი კულტურული სამყაროს ნაწილი, რომლის წაშლაც ისტორიის გადახედვას ნიშნავს.
3 ივნისს რუმინეთის მართლმადიდებლური ეკლესიის (BOR) სინოდმა დაამტკიცა პეტრუ პედურარუს გადადგომა ბესარაბიის სამიტროპოლიტოს ხელმძღვანელობიდან სექსუალური სკანდალის გამო. ახალი მიტროპოლიტი 60 დღის განმავლობაში უნდა აირჩიონ მოლდოვის მოქალაქეობის მქონე ადგილობრივ ეპისკოპოსთა შორის.
რუსეთის ეკლესიის პატრიარქი უკრაინის წინააღმდეგ მოსკოვის ომის ხმამაღალი მხარდამჭერია. რადიო თავისუფლების საგამოძიებო ჯგუფმა „სისტემამ“ გამოიკვლია, როგორ დევნის ქვეყნის მთავარი რელიგიური ორგანიზაცია დისიდენტებს, ასევე მღვდლებს, რომლებიც არ სურთ გამარჯვების ლოცვის წარმოთქმა ღვთისმსახურების დროს.
ბულგარეთში ევროვიზიაზე გამარჯვება უბრალო მუსიკალურ მოვლენად არ აღუქვამთ. ქვეყნისთვის, რომელიც თვითდამკვიდრებისა და აღიარების წყურვილით ცხოვრობს, საეჭვო რეპუტაციის პოპ-კონკურსში ტრიუმფი ეროვნული კომპლექსების, პოლიტიკური თამაშებისა და ფილიპ კირკოროვის აჩრდილით მოცული კულტურული გავლენების სარკედ იქცა.
„თუ სიკვდილის მოახლოებას გრძნობ და იცინი, არ ნიშნავს, რომ მისი არ გეშინია“ - რომ არ დავიწყებოდა ბულატ ოკუჯავამ ეს ფრაზა ხელში მოხვედრილ ფურცელზე დაწერა და პიჯაკის შიდა ჯიბეში შეინახა.
ჩემს ფავორიტებში პაველ პავლიკოვსკის “სამშობლოს”, რომელსაც ჟურნალ “სკრინის” გამოკითხვაში ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს, კიდევ ორი ფილმი დაემატა აღმოსავლეთი ევროპიდან, უფრო ზუსტად, ყოფილი კომუნისტური ბლოკიდან - რუმინელი კრისტიან მუნჯუს “ფიორდი” და რუსი ანდრეი ზვიაგინცევის “მინოტავრი”.
კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე წელს ჰოლივუდი იაპონურმა და ესპანურმა კინომ ჩაანაცვლა. ესპანელებს ყველაფერი წინ აქვთ, იაპონიამ კი საკონკურსო პროგრამაში ჩართული სამივე ფილმი უკვე აჩვენა.
კანის საერთაშორისო კინოფესტივალი 12 მაისს გაიხსნა, მაგრამ მსოფლიოს ყველაზე პოპულარულ კინოფორუმზე უკვე გამოიკვეთა ლიდერი; კინოკრიტიკოსთა გამოკითხვებში პირველ პოზიციაზეა პოლონელი რეჟისორის, პაველ პავლიკოვსკის ფილმი „სამშობლო“.
მხატვარმა თედო რეხვიაშვილმა ჯერ იუარა პარიზში მოულოდნელად მიღებული შეთავაზება ვენეციის ბიენალეზე მონაწილეობა ნაურუს სახელით მიეღო, მერე კი საკუთარი პირობები წამოაყენა: ნამუშევარს აფხაზეთის თემაზე შექმნიდა. კურატორები დათანხმდნენ.
ამერიკა-სსრკ-ის კოსმოსურ რბოლას, ანუ შეჯიბრებას, ვინ პირველი გაუშვებდა რაკეტას კოსმოსში, სამეცნიერო ფანტასტიკის განვითარებაც მოჰყვა, მათ შორის საქართველოშიც. ქართველი მწერლების ფანტასტიკურ სამყაროში მსოფლიოს გადამრჩენელი სუპერგმირი ყოველთვის ქართველი იყო, ქართული გენი კი - საუკეთესო.
13 დღის განმავლობაში მსოფლიო კინემატოგრაფიული სამყარო კანის ფესტივალით იცხოვრებს. „ა“ კლასის კინოფორუმებს შორის მთავარი ფესტივალი 12 მაისს გაიხსნა.
მდევარს ხელში რომ არ ჩაუვარდეს, მეფე რადამისტი ორსულ ცოლს, დედოფალ ზენობიას მახვილს ჩასცემს... - ეს ამბავი პირველ საუკუნეში მოხდა და ბევრი ხელოვანის შთაგონების წყაროდ იქცა, შეიქმნა ნახატები, ნაწარმოებები, ოპერები, თუმცა მხოლოდ ევროპაში.
ჩამოტვირთე მეტი