ჩვენი ვებსაიტის გამოყენებისას მაქსიმალური ეფექტის მისაღწევად გირჩევთ, ბრაუზერის ახალი ვერსია ან სხვა ბრაუზერი დააყენეთ. ქვემოთ იხილეთ ყველაზე პოპულარული ბრაუზერების სია.
ჩამოტვირთვის გვერდზე გადასასვლელად დააჭირეთ სიმბოლოს
რადიო თავისუფალი ევროპა / რადიო თავისუფლება 28 ენაზე მაუწყებლობს. ქვეყნებში, რომლებშიც ვაწარმოებთ მაუწყებლობას, ჩვენი პროგრამების უმრავლესობის მოსმენა შეიძლება ადგილობრივი რადიოსადგურების მეშვეობით, FM სიხშირეებსა და მოკლე ტალღებზე. რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება არის კერძო საერთაშორისო სამაუწყებლო კომპანია, რომელიც მაუწყებლობს აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის, რუსეთის, კავკასიის, ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებისთვის. მას, მაუწყებელობის მმართველთა საბჭოს მეშვეობით, აშშ-ის კონგრესი აფინანსებს. რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების მისიაა, ფაქტობრივი ინფორმაციისა თუ იდეების გავრცელებით, ხელი შეუწყოს დემოკრატიული ფასეულობებისა და ინსტიტუტების განმტკიცებას.
დიდ ვალებში გახვეულ საბერძნეთს ასევე დიდ დახმარებას ჰპირდებიან ევროკავშირის ქვეყნები, რომლებიც, საბერძნეთთან ერთად, ევროზონაში არიან გაწევრიანებული, ანუ საერთო ფულადი ერთეულით, ევროთი სარგებლობენ. დახმარებაში მონაწილეობა უნდა მიიღოს საერთაშორისო სავალუტო ფონდმაც.
თბილისის მერის პოსტზე ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის კანდიდატმა გია ჭანტურიამ საკუთარი პროგრამის პრეზენტაციაზე გამოაცხადა, რომ ელექტროენერგიის ტარიფი 5 თეთრამდე, ხოლო გაზის ტარიფი 10 თეთრამდე უნდა შემცირდეს. რამდენად რეალურია ენერგეტიკული ტარიფების მსგავსი ცვლილება?
თბილისში უკვე მეცხრედ, ”საქართველოს ნავთობის, გაზის, ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის საერთაშორისო კონფერენცია” გაიხსნა. მიუხედავად 2008 წლის აგვისტოში საქართველოში რუსეთის სამხედრო შეჭრით გამოწვეული ახალი რეალობისა, საქართველოს სატრანზიტო პოტენციალს აქტუალობა არ დაუკარგავს.
”რეალურად დღეს შესაძლებელია, რომ გაზის ტარიფი იყოს 10 თეთრი, ელექტროენერგიის - 5 თეთრი, ხოლო წყალი - უფასო. ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენის ხელშეკრულებების მიხედვით, ჩვენ გვაქვს უფასო გაზი და ფიქსირებული ფასით შესაძენი გაზი”, - გია ჭანტურიას წინასაარჩევნო განცხადება.
ტელეკომპანია ”იმედის” ეთერში 13 მარტს გასულმა ეგრეთ წოდებულმა მოდელირებულმა ”ქრონიკამ” მოსახლეობის პანიკა და შეშფოთება გამოიწვია, რაც უარყოფით გავლენას ახდენს ეკონომიკურ პროცესებზე. მომხდარის ამგვარ შეფასებას იზიარებს ეკონომიკის ექსპერტთა უმრავლესობა.
საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც თურქეთში სატრანზიტო დროებითი სანომრე ნიშნით სარგებლობენ, 1 მაისიდან დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის 1 200 ევროს, ხოლო ცარიელი ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის 600 ევროს გადახდა მოუწევთ.
თურქეთი იყო ბოლო სატრანზიტო ქვეყანა, ავსტრიის, ბულგარეთის, უნგრეთისა და რუმინეთის შემდეგ, რომელმაც 3300 კილომეტრიანი მაგისტრალის შეთანხმებას მოაწერა ხელი. „ნაბუკოს“ პროექტის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, თურქეთის გადაწყვეტილებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.
თურქეთის ტერიტორიაზე ტრანზიტის გადასახადი 2010 წლის პირველი მაისიდან ამოქმედდება. გადასახადი შეეხება დროებითი ან უცხოური სანომრე ნიშნების, დახურული ძარის მქონე ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალებას, რომლითაც ტვირთის ტრანსპორტირებაა შესაძლებელი.
17 მარტს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო მერაბ ჯანიაშვილი, ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტი. ერთი თვის წინ ამ ორგანიზაციამ გამოაქვეყნა კვლევა საქართველოში ფიჭური კავშირგაბმულობის ბაზარზე არსებული მდგომარეობის შესახებ.
ევროპის იმ ქვეყნების მინისტრებმა, რომლებიც საერთო ვალუტას - ევროს - მოიხმარენ, თავიანთი, ასე ვთქვათ, გაერთიანების წევრი ქვეყნის - საბერძნეთის - დახმარების გეგმა გამოაქვეყნეს. ათენს მხარდაჭერა დასჭირდა იმის გამო, რომ საფრთხე შეექმნა, ვალების გადახნის უუნარო გამხდარიყო.
კვლავ გააქტიურდა საუბარი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად მათთვის ფიქსირებული გადასახადების დაწესების შესაძლებლობაზე. დღეს ამ იდეის მხარდამჭერ და საწინააღმდეგო არგუმენტებს მოვისმენთ. სადისკუსიო მაგიდის სტუმრები “საწარმოთა ინოვაციური განვითარების ცენტრის” დირექტორი თამაზ ვაშაკიძე და მოძრაობა “სოლიდარობის” ხელმძღვანელი კახა კოხრეიძე არიან. დისკუსიას რევაზ საყევარიშვილი უძღვება.
ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ანტიმონოპოლიური სამსახური საჯარო სამართლის დამოუკიდებელ სტრუქტურად იარსებებს. მთავრობა დიდხანს თავს იკავებდა ამ გადაწყვეტილების მიღებისგან, რაც ხელს უშლიდა ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მომზადებას.
რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი დავით ნარმანია. მან ისაუბრა ანტიმონოპოლიური რეფორმის დასაწყებად გადადგმულ პირველ ნაბიჯებზე და იმაზე, თუ რა არის გასაკეთებელი.
საბერძნეთის კრიზისმა ევროკავშირის სახელმწიფოები აიძულა ეფიქრათ ახალ გზაზე - „ევროპის სავალუტო ფონდის“ შექმნაზე. ევროპის ცენტრალური ბანკის აღმასრულებელი საბჭოს წევრი იორგენ სტარკი სასტიკად აკრიტიკებს ამ იდეას. ის ფიქრობს, რომ ფონდი სოლიდური ქვეყნების კისერზე გადაივლის.
საბერძნეთს, რომლის ვალი 400 მილიარდ დოლარს აღწევს, ევროპელი პარტნიორების იმედი აქვს. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გეორგ პაპანდრეუ 5 მარტს შეხვდება გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს, რომელიც დღემდე წინააღმდეგია იმისა, რომ დაეხმაროს საბერძნეთს.