შაბათი, 11 თებერვალი, 2012 თბილისის დრო 11:12

რუბრიკები / თავისუფლების დღიურები

ირაკლი ციციშვილი - ექიმი

ტექსტის ზომა - +
05.02.2012
ავადმყოფი გაწერეს და მშობლებს უთხრეს, ეს ბავშვი მოკვდებაო. მარნეულიდან იყვნენ – მაჭარაშვილები. გაუგიათ, რომ კარგი პრაქტიკული ექიმი ვიყავი და მომიყვანეს სახლში. მუცელი ჰქონდა ძალიან შებერილი. დედამ მითხრა: ჩვენ გამოგვწერეს, ჯობია, სახლში მოკვდეს, ვიდრე საავადმყოფოშიო.

ვიდეო ვასილ სიხარულიძე - პოლიტიკოსი, დიპლომატი

დღეს რეიგანის ცენტრის სამუშაო გეგმის დეტალებსაც უნდა გადავხედო. გვინდა, რომ თებერვლის ბოლომდე დარეგისტრირდეს და მარტში უკვე ამუშავდეს. სამუშაო გეგმა კარგია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, კიდევ შეიცვლება.

აუდიო მემედ ზაქარაძე - გემის კაპიტანი

დილის რვის ნახევარი იყო. შევნიშნე, 100-150 მეტრის მოშორებით, სწრაფმავალი კატარღა მოცურავდა. ჩვენ საპატრულოს გემები გამოვიძახეთ, მაგრამ ამასობაში კატარღა მოგვიახლოვდა და ერთმა მეკობრემ გემზე ამოსვლა მოახერხა. მას დანარჩენებიც ამოჰყვნენ.

ვიდეო რუსუდან გოცირიძე - ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი

საბჭოს მოედანთან რომ ავუხვიეთ და მძღოლს ლუთერული ეკლესიის კარიბჭისაკენ მივანიშნე, კაცს სახე შეეცვალა. ეს კათოლიკური ეკლესია არ არისო? არა, ლუთერული ეკლესიაა-მეთქი. – ეგ რაღააო? – პროტესტანტული ეკლესიაა-მეთქი. – შენც ესეთი ხარო? – მკითხა და პასუხი რომ მოისმინა, სასწრაფოდ დამიბრუნა ხურდა და უკანმოუხედავად გაეცალა იქაურობას.

ვიდეო ნათელა ქელეხსაევა - პედაგოგი

ბედობის დღეა. როგორც ყველა, ჩვენც აღვნიშნავთ ბედობას. როდესაც მეკვლე შემოდის, ვსვამთ ერთ ადგილას და ფეხებთან ვუყრით ხორბალსა და სიმინდის მარცვლებს. დაახლოებით 15-20 წუთი მეკვლე უნდა იჯდეს, ოთახში სიარული არ შეუძლია, რათა კრუხმა ბლომად წიწილები გამოჩეკოს...

ვიდეო ტარიელ ჭანტურია - პოეტი

ჩემი ხნის კაცს, 79 წლისას, თურმე 3 792 ორშაბათი ჰქონია უკან მოტოვებული! ამ ორშაბათ დღეს, ცხოვრებაში პირველად, დღიურის წერა რომ გადაგიწყვეტია – მნიშვნელობა არა აქვს, სხვისი რჩევით აკეთებ ამას თუ საკუთარი სურვილით – იმ ორშაბათებზე არ დაფიქრდები? იმ 3 791 ორშაბათზე?

ვიდეო მერი ლომიძე - ბუკინისტი

სხვა ვერაფერზე ვერ ვფიქრობ უკვე. დავიღალე, ძალიან დავიღალე. უნდა ვუშველო თავსაც და ჩემს შვილსაც...

ვიდეო ზაირა არსენიშვილი - მწერალი

დღეს თითქმის მთელი დღე კომპიუტერთან ვიჯექი და ვმუშაობდი. ჩემს შარშან გამოცემულ კრებულს მოთხრობებისას ერთვის „ნათელი ხსოვნა“, ჩემი მეგობრებისა და ახლობლების გახსენება. მინდა ახალ კრებულსაც დავურთო რამდენიმე მოგონება.

ვიდეო გოგი ალექსი-მესხიშვილი, მხატვარი

აქ არავის სჭირდება შენი ნიჭი, ცოდნა, გამოცდილება, რისი მაგალითიცაა სამხატვრო აკადემიასთან დაკავშირებული ჩემი ამბავი, და რურუას საქციელი ჩემსა და რობიკოს მიმართ. საერთოდ, წელს ბევრი უსიამოვნება შემხვდა...

ვიდეო ვასილ კობახიძე - თეოლოგი

იუმორის გრძნობა რომ არა მაქვს, სხვების მშურს. მახსოვს, ერთხელ, ერთი ქალი პატრიარქს უყვებოდა: ჩემს მშობლებს ტყეში დავეკარგე და ძლივს მიპოვნესო. პატრიარქმა უპასუხა: რომ ვერ ეპოვნეთ, დღეს ხომ დედალი მაუგლი იქნებოდითო.

ვიდეო მაია ცირამუა - ბავშვთა ფსიქოთერაპევტი

ნიუსებში გამოყენებულმა საბჭოთა ტერმინმა - „ძნელად აღსაზრდელები“ - შემზარა, ბევრი კითხვა გამიჩნდა: როგორია ამ სკოლის კონცეფცია? მართლა 10-14 წლის ბავშვების „ციხედ“ მოგვევლინება? რა როლი აქვთ მშობლებს? ვინ და როგორ იღებს გადაწყვეტილებებს? ვინ აფასებს ბავშვის ქცევას?

ვიდეო ქეთი ხუციშვილი - "ღია საზოგადოება საქართველოს" დირექტორი

ერთ-ერთ შეხვედრაზე მაიკლი უცებ ამბობს: "რატომ ხდება, რომ ყოველი ჩემი ჩამოსვლისას იგივე ძირეული პრობლემებია – ადამიანის უფლებების დარღვევა, თავისუფალი მედიის ნაკლებობა, სასამართლოს დამოუკიდებლობის დაბალი ხარისხი?"

ვიდეო ტარიელ ბეგიაშვილი - გლეხი

ჩემთან მოსულ სტუმარს ჭიქა ყავით ვერ გავისტუმრებ. ასე იყო მამაჩემი, ასე ვარ მეც, ასე იქნება ჩემი შვილიც და შვილიშვილიც. მორჩა! ასეთ მკრეხელობაზე აღარ ვიფიქრებ! გადაწყვეტილია ისევ ვენახის გაშენება!

ვიდეო ბიძინა ივანიშვილი - ბიზნესმენი

კვლავ ვახერხებ ბავშვებთან და მეუღლესთან ერთად სეირნობას, მათთან დროის გატარებას, კითხვას... ძილის წინ ყოველთვის ვფიქრობ, რა პრობლემები და საქმეები დამრჩა მოსაგვარებელი. როცა ბევრი პრობლემა მაქვს, მაქსიმალურ კონცენტრაციას ვახერხებ და ამ დროს ვიღებ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს.

ვიდეო გარუნ აკოფოვი - სპორტული ჟურნალისტი

- გადაწყვეტილება მიღებულია - მითხრა სიმონიანმა. - ფეხბურთის ისტორიის დიდტანიანი გამოცემა უნდა მომზადდეს. გვინდა გთხოვოთ, პირველი ტომისათვის ნარკვევები დაგვიწერო ავთანდილ ღოღობერიძეზე, მიხეილ მესხსა და სლავა მეტრეველზე. დანარჩენებზე მერე დავილაპარაკოთ.

ვიდეო გია ხუხაშვილი - ეკონომიკის ექსპერტი

ისევ ივანიშვილი. დაიწყო მითიური გმირის რეალურ გმირად ტრანსფორმაციის პროცესი. როიტერისთვის მიცემული ინტერვიუ და პასუხები ხელისუფლების ტესტ-კითხვებზე. ეს კაცი ხუთოსანი ყოფილა! ყველა არსებულ კითხვაზე გასცა პასუხი. თუმცა დარწმუნებული ვარ, ხელისუფლება ახალ „ჩამჭრელ“ კითხვებს შემოგვთავაზებს.

ვიდეო არჩილ გეგეშიძე - პოლიტოლოგი

მივლინებიდან დაბრუნებულს, უაღრესად გამოცოცხლებული დამხვდა პრესა და ტელევიზია. ბიძინა ივანიშვილს განუცხადებია, ხელისუფლებაში მოსვლას ვაპირებო. მთელი კვირაა, ყველა ამ თემაზე საუბრობს.

ვიდეო ხათუნა ჯაპავა - ბავშვთა უფლებების საკითხთა ექსპერტი

უფროსებს ყურადღება სამზარეულოსკენ აქვთ: საჭმელი, სასუსნავი, რომელიც მუდმივად არის მაგიდაზე ან მაცივარში. მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ ვერ გადაეჩვივნენ ქურდულად მოპარვას. ვუხსნი, რომ ეს არაა საჭირო, თავისუფლად შეუძლიათ, რაც უნდათ, აიღონ და ჭამონ იმდენი, რამდენიც უნდათ.

ვიდეო სერგი კაპანაძე - დიპლომატი

ნიუ-იორკში მივლინება დასრულდა. დაიწყო თბილისში სამდღიანი „მოვლინება“. უამრავი საქმე დაგროვდა. ეს ინტერვალები მივლინებებს შორის ყველაზე საშინელია. უამრავი საკითხია მოსაგვარებელი, დრო კი ძალიან ცოტაა.

აუდიო გურამ დოჩანაშვილი - მწერალი

არქეოლოგიაში ვმუშაობდი. ძალიან ბევრი რამ მომცა - სამშობლოს შეცნობისთვის არქეოლოგია უებარი საშუალებაა.