პარასკევი, 18 მაისი, 2012 თბილისის დრო 02:42

რუბრიკები / თავისუფლების დღიურები

მერი ლომიძე - ბუკინისტი

მერი ლომიძე

ტექსტის ზომა - +
28.12.2011
სხვა ვერაფერზე ვერ ვფიქრობ უკვე. დავიღალე, ძალიან დავიღალე. უნდა ვუშველო თავსაც და ჩემს შვილსაც...

ვიდეო ზაირა არსენიშვილი - მწერალი

დღეს თითქმის მთელი დღე კომპიუტერთან ვიჯექი და ვმუშაობდი. ჩემს შარშან გამოცემულ კრებულს მოთხრობებისას ერთვის „ნათელი ხსოვნა“, ჩემი მეგობრებისა და ახლობლების გახსენება. მინდა ახალ კრებულსაც დავურთო რამდენიმე მოგონება.

ვიდეო გოგი ალექსი-მესხიშვილი, მხატვარი

აქ არავის სჭირდება შენი ნიჭი, ცოდნა, გამოცდილება, რისი მაგალითიცაა სამხატვრო აკადემიასთან დაკავშირებული ჩემი ამბავი, და რურუას საქციელი ჩემსა და რობიკოს მიმართ. საერთოდ, წელს ბევრი უსიამოვნება შემხვდა...

ვიდეო ვასილ კობახიძე - თეოლოგი

იუმორის გრძნობა რომ არა მაქვს, სხვების მშურს. მახსოვს, ერთხელ, ერთი ქალი პატრიარქს უყვებოდა: ჩემს მშობლებს ტყეში დავეკარგე და ძლივს მიპოვნესო. პატრიარქმა უპასუხა: რომ ვერ ეპოვნეთ, დღეს ხომ დედალი მაუგლი იქნებოდითო.

ვიდეო მაია ცირამუა - ბავშვთა ფსიქოთერაპევტი

ნიუსებში გამოყენებულმა საბჭოთა ტერმინმა - „ძნელად აღსაზრდელები“ - შემზარა, ბევრი კითხვა გამიჩნდა: როგორია ამ სკოლის კონცეფცია? მართლა 10-14 წლის ბავშვების „ციხედ“ მოგვევლინება? რა როლი აქვთ მშობლებს? ვინ და როგორ იღებს გადაწყვეტილებებს? ვინ აფასებს ბავშვის ქცევას?

ვიდეო ქეთი ხუციშვილი - "ღია საზოგადოება საქართველოს" დირექტორი

ერთ-ერთ შეხვედრაზე მაიკლი უცებ ამბობს: "რატომ ხდება, რომ ყოველი ჩემი ჩამოსვლისას იგივე ძირეული პრობლემებია – ადამიანის უფლებების დარღვევა, თავისუფალი მედიის ნაკლებობა, სასამართლოს დამოუკიდებლობის დაბალი ხარისხი?"

ვიდეო ტარიელ ბეგიაშვილი - გლეხი

ჩემთან მოსულ სტუმარს ჭიქა ყავით ვერ გავისტუმრებ. ასე იყო მამაჩემი, ასე ვარ მეც, ასე იქნება ჩემი შვილიც და შვილიშვილიც. მორჩა! ასეთ მკრეხელობაზე აღარ ვიფიქრებ! გადაწყვეტილია ისევ ვენახის გაშენება!

ვიდეო ბიძინა ივანიშვილი - ბიზნესმენი

კვლავ ვახერხებ ბავშვებთან და მეუღლესთან ერთად სეირნობას, მათთან დროის გატარებას, კითხვას... ძილის წინ ყოველთვის ვფიქრობ, რა პრობლემები და საქმეები დამრჩა მოსაგვარებელი. როცა ბევრი პრობლემა მაქვს, მაქსიმალურ კონცენტრაციას ვახერხებ და ამ დროს ვიღებ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს.

ვიდეო გარუნ აკოფოვი - სპორტული ჟურნალისტი

- გადაწყვეტილება მიღებულია - მითხრა სიმონიანმა. - ფეხბურთის ისტორიის დიდტანიანი გამოცემა უნდა მომზადდეს. გვინდა გთხოვოთ, პირველი ტომისათვის ნარკვევები დაგვიწერო ავთანდილ ღოღობერიძეზე, მიხეილ მესხსა და სლავა მეტრეველზე. დანარჩენებზე მერე დავილაპარაკოთ.

ვიდეო გია ხუხაშვილი - ეკონომიკის ექსპერტი

ისევ ივანიშვილი. დაიწყო მითიური გმირის რეალურ გმირად ტრანსფორმაციის პროცესი. როიტერისთვის მიცემული ინტერვიუ და პასუხები ხელისუფლების ტესტ-კითხვებზე. ეს კაცი ხუთოსანი ყოფილა! ყველა არსებულ კითხვაზე გასცა პასუხი. თუმცა დარწმუნებული ვარ, ხელისუფლება ახალ „ჩამჭრელ“ კითხვებს შემოგვთავაზებს.

ვიდეო არჩილ გეგეშიძე - პოლიტოლოგი

მივლინებიდან დაბრუნებულს, უაღრესად გამოცოცხლებული დამხვდა პრესა და ტელევიზია. ბიძინა ივანიშვილს განუცხადებია, ხელისუფლებაში მოსვლას ვაპირებო. მთელი კვირაა, ყველა ამ თემაზე საუბრობს.

ვიდეო ხათუნა ჯაპავა - ბავშვთა უფლებების საკითხთა ექსპერტი

უფროსებს ყურადღება სამზარეულოსკენ აქვთ: საჭმელი, სასუსნავი, რომელიც მუდმივად არის მაგიდაზე ან მაცივარში. მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ ვერ გადაეჩვივნენ ქურდულად მოპარვას. ვუხსნი, რომ ეს არაა საჭირო, თავისუფლად შეუძლიათ, რაც უნდათ, აიღონ და ჭამონ იმდენი, რამდენიც უნდათ.

ვიდეო სერგი კაპანაძე - დიპლომატი

ნიუ-იორკში მივლინება დასრულდა. დაიწყო თბილისში სამდღიანი „მოვლინება“. უამრავი საქმე დაგროვდა. ეს ინტერვალები მივლინებებს შორის ყველაზე საშინელია. უამრავი საკითხია მოსაგვარებელი, დრო კი ძალიან ცოტაა.

აუდიო გურამ დოჩანაშვილი - მწერალი

არქეოლოგიაში ვმუშაობდი. ძალიან ბევრი რამ მომცა - სამშობლოს შეცნობისთვის არქეოლოგია უებარი საშუალებაა.

ვიდეო ბელა-ალექსანდრა რადენოვიჩი - სტუდენტი

ინგლისურ და ფრანგულ ხელნაწერებთან შედარებით, რომლებიც კემბრიჯში მინახავს, ქართული მინიატიურა ჩანს გაცილებით უფრო ცოცხალი და დახვეწილი, თითქოს ერთი-ორი საუკუნით გვიან არის შესრულებული.

აუდიო სამორი ბალდე - ტელეწამყვანი

მე ნამდვილად არ ვიცი, იქნება თუ არა ან თუნდაც რატომ უნდა იყოს საინტერესო ერთი ან რამდენიმე დღე ჩემი ცხოვრებიდან უცხო ადამიანებისთვის, რომლებსაც არ შევხვედრივარ, და შეიძლება ვერც ვერასოდეს შევხვდე და შეიძლება ზუსტად ამ დღეებმა ჩაიროს ყველაზე უკვალოდ და უინტერესოდ.

ვიდეო ელდარ მამისთვალიშვილი - არქეოლოგი

ყველა ეპოქაში დიქტატორულ რეჟიმებს ერთი და იგივე მახასიათებლები აქვს და ყოველთვის სისხლიანი ტრაგედიით მთავრდება. როდესაც „პატრიარქის შემოდგომას“ წერდა, მარკესს, უპირველეს ყოვლისა, ლათინური ამერიკის ხალხების მწარე გამოცდილება ჰქონდა მხედველობაში.

ვიდეო ჯემალ ღაღანიძე - მსახიობი

მოულოდნელად, საინფორმაციოში გაიჟღერა ამბავმა, რომ ხვალ რუსთაველის თეატრში იკრიბება დასი რობერტ სტურუას დასაცავ ღია წერილზე ხელის მოსაწერად. რა თქმა უნდა, ჩვენც მაშინვე თბილისში წამოვედით.

ვიდეო მარინა მეშვილდიშვილი - ცხინვალიდან დევნილი

ძალიან მძიმე პერიოდი გავიარეთ, ნელ-ნელა შევეგუეთ ჩვენს ყოფას, თითქოს სტუმრებიდან მასპინძლებადაც ვიქეცით, შვილები აქაურ სკოლებში ვატარეთ, სამსახურები ვიშოვეთ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მაინც სტუმრები ვყოფილვართ - „დევნილები“ საკუთარ სამშობლოში და ხვალიდან უკვე იმ სასტუმროდანაც უნდა წავიდეთ, სადაც 21 წელი გავატარეთ...

ვიდეო შოთა იათაშვილი - პოეტი

ჯიბეში მხოლოდ რამდენიმე ოცთეთრიანიღა ჩამრჩენია. რომ დამაჯილდოვეს, იმის მერე, ასე, 25 დღე მქონდა ფული, დღეს კი ვგრძნობ, რომ ბოლომდე დავუბრუნდი ჩვეულ მდგომარეობას... და ისევ ვიწყებ გამწარებულ ფიქრს იმაზე, თუ როგორ გავიტანო ჩემი შავი ლიტერატურული შრომით სამომავლოდ თავი.

ყველაზე პოპულარული