სამშაბათი, 21 მაისი, 2013 თბილისის დრო 13:17

მულტიმედია

თამარ ამილახვარი-კინსკისა: "მამაჩემს საქართველოს გათავისუფლებისთვის ბრძოლა სწყუროდა"

თამარ ამილახვარი-კინსკისა: "მამაჩემს საქართველოს გათავისუფლებისთვის ბრძოლა სწყუროდა"

ტექსტის ზომა - +
31.05.2012
თამარ ამილახვარი-კინსკისა: "მამაჩემს საქართველოს გათავისუფლებისთვის ბრძოლა სწყუროდა" გაგრძელება
მაისი 2012
29 მაისი 2012

ვიდეო თავისუფლების დღიურები - ლევან ცუცქირიძე

თავისუფლების დღიურები - ლევან ცუცქირიძე

ვიდეო ეროვნული გამოცდების ცენტრის თანამშრომლები თანამდებობებს ტოვებენ

ეროვნული გამოცდების ცენტრის სამოცმა თანამშრომელმა ცენტრის ხელმძღვანელის, მაია მიმინოშვილის მხარდასაჭერად თანამდებობები დატოვა. თანამდებობების დატოვებას აპირებენ ის თანამშრომლებიც, რომლებიც ამჟამად რეგიონებში იმყოფებიან. მასობრივი პროტესტი მოჰყვა სამსახურიდან მიმინოშვილის გათავისუფლებას. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მაია მიმინოშვილის დათხოვნის ოფიციალურ მიზეზად „პრინციპული პოზიციების შეუთავსებლობა“ დაასახელა. ამასთან, გათავისუფლების ერთ-ერთ ვერსიად განიხილება მაია მიმინოშვილის ვაჟის, ლაშა ყანჩაველის მონაწილეობა „ქართული ოცნების“ 27 მაისის აქციაში. ეროვნული გამოცდების ცენტრის თანამშრომლები აცხადებენ, რომ მიუხედავად გადადგომისა, ახალ გუნდს მაქსიმალურადშეუწყობენ ხელს ეროვნული გამოცდების შეუფერხებლად ჩატარებაში.

ფოტოგალერეა აზიაში საფრთხეშია ათი ისტორიული ობიექტი

"გლობალური მემკვიდრეობის ფონდმა" ახლახან გამოაქვეყნა აზიის ათი ყველაზე მნიშვნელოვანი არქეოლოგიური და ისტორიული ობიექტის სია, რომლებიც საფრთხეშია სხვადასხვა მიზეზის გამო. ეს მიზეზებია: განვითარების პრობლემები, არამდგრადი ტურიზმი, არასათანადო მენეჯმენტი, ძარცვა, ომი და კონფლიქტი.

28 მაისი 2012

ფოტოგალერეა "ქართული ოცნების" 27 მაისის აქცია

27 მაისის მასშტაბური სახალხო აქციით პოლიტიკურმა კოალიცია ”ქართულმა ოცნებამ” საარჩევნო კამპანიის დაწყება აღნიშნა. აქციის ათეულ ათასობით მონაწილემ, რომლებიც ვაკიდან, დიდუბიდან და ავლაბრიდან სამ კოლონად დაიძრნენ, თავისუფლების მოედანზე მოიყარეს თავი.

27 მაისი 2012

ვიდეო "ქართული ოცნების" მიერ ორგანიზებული აქცია

ზუსტად ერთი საათი გრძელდებოდა კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებული სანქცირებული მიტინგი თბილისში თავისუფლების მოედანზე, რომლის დროსაც კოალიციამ ოფიციალურად გამოაცხადა დაწყებულად წინასაარჩევნო კამპანია. მიტინგში რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი იღებდა მონაწილეობას.

26 მაისი 2012

ფოტოგალერეა 26 მაისი თბილისში

რუსთაველის გამზირზე, სადაც ადრე სამხედრო აღლუმი ტარდებოდა, "სამრეწველო აღლუმი" გაიმართა: დედაქალაქის მთავარ გამზირზე გამოფენილი იყო 270-მდე ქართული კომპანიის სხვადასხვა დასახელების ნაწარმი, მათ შორის თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებაში არსებული სამამულო წარმოების ჯავშანტექნიკა და თვითმფრინავები.

ვიდეო მედია ძალადობის ფაქტების გამოძიებას ითხოვს

25 მაისს თბილისში და საქართველოს რამდენიმე ქალაქში გაიმართა სოლიდარობის აქცია ჟურნალისტებზე ზეწოლის ფაქტების გამოძიების მოთხოვნით. იუსტიციის სამინისტროსთან ერთად, მიმართვის ადრესატები არიან საქართველოს ხელისუფლება და პრეზიდენტი.

ვიდეო საბჭოთა სპორტი - III ნაწილი

საბჭოთა სპორტი საბჭოთა ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილია. გიორგი გვახარია მწერალ დავით ტურაშვილთან ერთად იხსენებს საბჭოთა სპორტის იდეოლოგიურ კლიშეებს.

ვიდეო საბჭოთა სპორტი - II ნაწილი

საბჭოთა სპორტი საბჭოთა ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილია. გიორგი გვახარია მწერალ დავით ტურაშვილთან ერთად იხსენებს საბჭოთა სპორტის იდეოლოგიურ კლიშეებს.

ვიდეო საბჭოთა სპორტი

საბჭოთა სპორტი საბჭოთა ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილია. გიორგი გვახარია მწერალ დავით ტურაშვილთან ერთად იხსენებს საბჭოთა სპორტის იდეოლოგიურ კლიშეებს.

24 მაისი 2012

ვიდეო უსინათლოების პოეზიის საღამო ეროვნულ ბიბლიოთეკაში

23 მაისს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში უსინათლო პოეტების პოეზიის საღამო გაიმართა. საღამოს მიზანი მათი მწერლობის პოპულარიზაცია და გამომცემლობებთან დაკავშირება იყო. ლექსები წაიკითხეს როგორც ავტორებმა, ასევე გარეშე პირებმაც. ბიბლიოთეკის დირექტორის გიორგი კეკელიძის თქმით, უსინათლო ავტორები კარგად ფლობენ კონვენციურ ლექსს და მათი შემოქმედება უფრო მეტ ყურადღებას იმსახურებს.

ვიდეო თბილისში წიგნის ფესტივალი გაიხსნა

თბილისის, რიგით მე-14 წიგნის ფესტივალი 24 მაისს დაიწყო და ოთხი დღე გასტანს. ფესტივალი კულტურის სამინისტროსა და გამომცემელთა ასოციაციის ორგანიზებით ტარდება. მასში სხვადასხვა გამომცემლობა მონაწილეობს. ფესტივალის მსვლელობისას მკითხველს საშუალება ეძლევა წიგნები შედარებით იაფად შეიძინოს.

ვიდეო აზერბაიჯანელი დემონსტრანტები მედიის თავისუფლებას მოითხოვენ

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში პოლიციამ დააპატიმრა საპროტესტო დემონსტრაციის რამდენიმე ათეული მონაწილე, რომლებიც მედიის მეტ თავისუფლებას მოითხოვდნენ. ეს დემონსტრაცია ერთ-ერთია პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მთავრობის ოპონენტთა მიერ მოწყობილ იმ აქციებს შორის, რომლებიც ორგანიზატორებმა საგანგებოდ დაამთხვიეს „ევროვიზიის სიმღერის კონკურსს“. ამ პოპულარული კონკურსის ფინალი 26 მაისს, ბაქოში გაიმართება (რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული სამსახურის ვიდეო).

21 მაისი 2012

ვიდეო თავისუფლების დღიურები - ლუიზა ბოჩკოვა

თავისუფლების დღიურები - ლუიზა ბოჩკოვა

ვიდეო ერთსაათიანი ტყვეობა თიანეთის პოლიციაში

ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი თიანეთის პოლიციას საქართველოს მთავარ პროკურატურაში უჩივის. მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრის დამფუძნებელი ამტკიცებს, რომ 20 მაისს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დააკავეს და იძულებით ამყოფეს პოლიციის შენობაში, სადაც მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, ხოლო გადაღებული ვიდეო და ფოტომასალა წაუშალეს. 20 მაისის ინციდენტთან დაკავშირებით განსხვავებულ ვერსიას ავრცელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

ვიდეო ჩიკაგოში მოხდა შეტაკებები პოლიციელებსა და დემონსტრანტებს შორის

20 მაისს ჩიკაგოში (სადაც ნატოს სამიტი მიმდინარეობს) მოეწყო მრავალათასიანი საპროტესტო აქცია, რომლის მონაწილეებმა უკმაყოფილება გამოთქვეს მსოფლიოში არსებული არაერთი პრობლემის გამო - ავღანეთის ომით დაწყებული, კლიმატური ცვლილებებით დამთავრებული. პოლიციელებთან მომხდარი რამდენიმე შეტაკების შედეგად სამართალდამცველებმა, სულ ცოტა, 45 დემონსტრანტი დააკავეს (ასოშიეიტედ პრესის ვიდეო).

ვიდეო “მხედრიონი” და გადამწვარი სოფელი - III ნაწილი

20 წლის წინ სამეგრელოს ქალაქებსა და სოფლებში დაიწყო სამხედრო ოპერაცია, რომელსაც უამრავი უდანაშაულო მოქალაქე შეეწირა. “ზვიადისტების” დასჯის მიზნით, სამხედრო დაჯგუფებებმა დაწვეს სოფლები, გაძარცვეს მოსახლეობა.

ვიდეო “მხედრიონი” და გადამწვარი სოფელი - II ნაწილი

20 წლის წინ სამეგრელოს ქალაქებსა და სოფლებში დაიწყო სამხედრო ოპერაცია, რომელსაც უამრავი უდანაშაულო მოქალაქე შეეწირა. “ზვიადისტების” დასჯის მიზნით, სამხედრო დაჯგუფებებმა დაწვეს სოფლები, გაძარცვეს მოსახლეობა.

ვიდეო “მხედრიონი” და გადამწვარი სოფელი

20 წლის წინ სამეგრელოს ქალაქებსა და სოფლებში დაიწყო სამხედრო ოპერაცია, რომელსაც უამრავი უდანაშაულო მოქალაქე შეეწირა. “ზვიადისტების” დასჯის მიზნით, სამხედრო დაჯგუფებებმა დაწვეს სოფლები, გაძარცვეს მოსახლეობა.

17 მაისი 2012

ვიდეო შეწყვეტილი აქცია - ჰომოფობიის წინააღმდეგ

17 მაისს, ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს, თბილისში, ფილარმონიასთან დაწყებული მშვიდობიანი აქცია-მსვლელობა რუსთაველის მოედანთან შეტაკებითა და აქციის სამი მონაწილის დაკავებით დასრულდა.

ვიდეო დაპირისპირება ჰომოფობიის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე

თბილისში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ აქციაზე, რომლის მონაწილეები სექსუალური უმცირესობების მიმართ სიძულვილს აპროტესტებდნენ. მსვლელობის მონაწილეებს რუსთაველის გამზირთან გზა გადაუღობეს "მართლმადიდებელ მშობელთა კავშირისა" და "ვახტანგ გორგასლის კავშირის" წევრებმა, რომელთა პროტესტს ზოგიერთი გამვლელი მოქალაქეც შეუერთდა და სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში გადაიზარდა.

ფოტოგალერეა ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღე თბილისში

ფიზიკური დაპირისპირება მოხდა ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ აქციაზე, რომლის მონაწილეები სექსუალური უმცირესობების მიმართ სიძულვილს აპროტესტებდნენ.

16 მაისი 2012

ვიდეო თბილისი წყალდიდობიდან ხუთი დღის შემდეგ

16 მაისს თბილისის საკრებულოში სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის საჭირო ფინანსებზე იმსჯელეს. 5 დღის წინ თბილისს წყალდიდობამ გადაუარა. დაიღუპა 5 ადამიანი, დაიტბორა სახლები. მოსახლეობა სტიქიის შედეგებს დღემდე ებრძვის.

ვიდეო ჰააგაში დაიწყო რატკო მლადიჩის სასამართლო პროცესი

ჰააგაში დაიწყო ბოსნიელ სერბთა არმიის ყოფილი გენერლის, რატკო მლადიჩის სასამართლო პროცესი. 70 წლის მლადიჩისთვის წაყენებული 11 ბრალდება მოიცავს გენოციდს, სამხედრო დანაშაულებსა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს. მლადიჩს ბრალად ედება 1995 წელს, სრებრენიცაში, რვა ათასამდე მუსულმანი მამაკაცისა და ბიჭის დახოცვის ბრძანების გაცემა და ბოსნიელი სერბების მიერ სარაევოს ალყის ორგანიზება. თავად მლადიჩი დანაშაულთა ჩადენას არ აღიარებს. ბალკანეთის ომს 90-იან წლებში, ასი ათასამდე ადამიანი შეეწირა (რეიტერის ვიდეო).

ვიდეო ხუთმილიონიანი ჯარიმა

საქართველოს კონტროლის პალატა კომპანია ”მენეჯმენტ სერვისს” პოლიტიკური პარტიებისათვის უკანონო შემოწირულებების განხორციელებაში ადანაშაულებს და მას 5 მილიონ ლარამდე ჯარიმის გადახდას აკისრებს. კომპანიის ხელმძღვანელობა და ადვოკატი კონტროლის პალატის ბრალდებებს უსაფუძვლოდ მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება და ბიზნესში უხეში ჩარევაა.

14 მაისი 2012

ვიდეო წყალდიდობა თბილისში

თბილისში ძლიერი ნალექის შედეგად გამოწვეულ ზარალს ითვლიან. ხუთი ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი, ემსხვერპლა თბილისში მომხდარ წყალდიდობას. თბილისის მერიის მიერ შექმნილი შესაბამისი კომისიის ვარაუდით, ზარალი რამდენიმე მილიონ ლარს შეადგენს. სტიქიამ ყველაზე მეტად ორთაჭალის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა დააზარალა. ამ დროისათვის იქ გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

ვიდეო წყალდიდობა თბილისში

ხუთი ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი, ემსხვერპლა თბილისში მომხდარ წყალდიდობას, რომელიც ძლიერმა წვიმამ გამოიწვია. საინფორმაციო სააგენტო "სივილ ჯორჯიას" თანახმად, მსხვერპლის შესახებ ცნობას ადასტურებს საგანგებო სიტუაციათა სამსახური. წვიმა დაახლოებით ღამის 10 საათზე დაიწყო და სამი საათის განმავლობაში გაგრძელდა.

ვიდეო თავისუფლების დღიურები - ლიკა ლაბაძე

თავისუფლების დღიურები - ლიკა ლაბაძე

ფოტოგალერეა წყალდიდობა თბილისში

მსხვერპლი მოჰყვა თბილისში მომხდარ წყალდიდობას, რომელიც ძლიერმა წვიმამ გამოიწვია. დაიტბორა და დაინგრა საცხოვრებელი სახლები. თბილისის მერიის წარმომადგენლის განცხადებით, სტიქიამ თბილისი რამდენიმე მილიონი ლარით დააზარალა.

13 მაისი 2012

ვიდეო აქცია "არ მოჭრა"

12 მაისს რამდენიმე ათეული ადამიანი შეიკრიბა „დედაენის ბაღში“ მოთხოვნით ”არ მოჭრა”. აქცია არასამთავრობო ორგანიზაცია ”მწვანე ალტერნატივისა” და ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” ინიციატივით მოეწყო. აქციის მონაწილეებმა ხელი მოაწერეს თბილისის მერისადმი მიმართვას, განიმარტოს ბოლო დროს დედაქალაქში ხეების მასობრივი ჭრის აუცილებლობა და ის, თუ რას აპირებს ამ თვალსაზრისით მერია მომავალში. მეტი გამჭვირვალობა და საზოგადოების ჩართულობა - ასეთი იყო აქციის მონაწილეების მოთხოვნა.

ვიდეო ობამა მხარს უჭერს ერთი სქესის წარმომადგენელთა ქორწინებას

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ, მისი აზრით, გეი წყვილებს უნდა ჰქონდეთ დაქორწინების უფლება. აშშ-ის ტელეკომპანია ABC-სთან ინტერვიუში, ობამამ აღნიშნა, რომ ეს არის მისი პირადი აზრი და ქვეყნის თითოეულმა შტატმა ამ საკითხზე დამოუკიდებლად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება.

ვიდეო ქალაქი და მისი სახე - III ნაწილი

რა ქმნის ქალაქის იერს? რა პრობლემები დაგროვდა ურბანისტიკაში? რას ნიშნავს ”ანსამბლის გრძნობა”? ვინ ამახინჯებდა და ვინ ამახინჯებს ჩვენს ქალაქებს? როგორ წარმოჩინდა არქიტექტურა კინოხელოვნებაში და რას ნიშნავს ”არქიტექტურული ფონი”? გიორგი გვახარიას სტუმარია არქიტექტორი ნიკა შავიშვილი.

ვიდეო ქალაქი და მისი სახე - II ნაწილი

რა ქმნის ქალაქის იერს? რა პრობლემები დაგროვდა ურბანისტიკაში? რას ნიშნავს ”ანსამბლის გრძნობა”? ვინ ამახინჯებდა და ვინ ამახინჯებს ჩვენს ქალაქებს? როგორ წარმოჩინდა არქიტექტურა კინოხელოვნებაში და რას ნიშნავს ”არქიტექტურული ფონი”? გიორგი გვახარიას სტუმარია არქიტექტორი ნიკა შავიშვილი.

ვიდეო ქალაქი და მისი სახე

რა ქმნის ქალაქის იერს? რა პრობლემები დაგროვდა ურბანისტიკაში? რას ნიშნავს ”ანსამბლის გრძნობა”? ვინ ამახინჯებდა და ვინ ამახინჯებს ჩვენს ქალაქებს? როგორ წარმოჩინდა არქიტექტურა კინოხელოვნებაში და რას ნიშნავს ”არქიტექტურული ფონი”? გიორგი გვახარიას სტუმარია არქიტექტორი ნიკა შავიშვილი.

10 მაისი 2012

ფოტოგალერეა ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტა - ბერლინიდან ლონდონამდე

ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტა, რომლის დროსაც ოლიმპიური ცეცხლი ანტიკური თამაშების მასპინძელი ქალაქიდან - საბერძნეთის ქალაქ ოლიმპიიდან - თანამედროვე ოლიმპიადის მასპინძელ ქალაქში ჩააქვთ, პირველად 1936 ბერლინის ოლიმპიადის წინ მოეწყო. წლევანდელი ესტაფეტის პროგრამაში შედიოდა 2900-კილომეტრიანი მარშრუტი საბერძნეთის ტერიტორიაზე, შემდეგ კი 12800-კილომეტრიანი ოდისეა ბრიტანეთში, ათასზე მეტი ქალაქისა და სოფლის გავლით. ესტაფეტის ბოლო სადგურია ლონდონი, სადაც ცეცხლს ოლიმპიადის გახსნის დღეს, 27 ივლისს ჩაიტანენ.

ფოტოგალერეა რუსული ავიალაინერის ავარია ინდონეზიაში

9 მაისს რუსული წარმოების "სუხოი სუპერჯეტ 100", რომელშიც 50-მდე ადამიანი იმყოფებოდა, რადარებიდან გაქრა სარეკლამო ფრენისას ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტის სამხრეთით. თვითმფრინავის ნამსხვრევები მეტყველებს, რომ ის მძინარე ვულკანის ფერდობს შეეჯახა. როგორც ვარაუდობენ, არავინ გადარჩენილა მასში მყოფ დიპლომატებს, ბიზნესმენებს, ჟურნალისტებსა და ეკიპაჟის წევრებს შორის.

09 მაისი 2012

ფოტოგალერეა 9 მაისი თბილისში

9 მაისს საქართველოში 67-ედ აღინიშნა ფაშიზმზე გამარჯვების დღე. ვაკის პარკში შეკრებილი ვეტერანები წელსაც იღებდნენ პოლიტიკური პარტიების,საზოგადოებრივი ორგანიზაციების თუ, უბრალოდ, თბილისელებისგან მილოცვებს და მეორე მსოფლიო ომის მძიმე დღეებს იხსენებდნენ.

07 მაისი 2012

ვიდეო თავისუფლების დღიურები - მამუკა კაციტაძე

თავისუფლების დღიურები - მამუკა კაციტაძე

ფოტოგალერეა ვლადიმირ პუტინის წლები

ვლადიმირ პუტინი მესამე ვადით გახდა რუსეთის პრეზიდენტი. 7 მაისს, კრემლში გამართულ ინაუგურაციაზე, პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი „სახელმწიფო განვითარების ახალ ეტაპს იწყებს“. თუ ექვსი წლის შემდეგ პუტინი საპრეზიდენტო არჩევნებში ისევ გაიმარჯვებს, მაშინ 2024 წლისთვის, როცა პრეზიდენტად ყოფნის ბოლო ვადა ამოეწურება, პუტინი 71 წლის იქნება. ამ ფოტოებზე აღბეჭდილია რუსეთის პრეზიდენტის პოლიტიკური კარიერის მნიშვნელოვანი მომენტები.

ვიდეო კინოკამერა და მორალი - III ნაწილი

დოკუმენტურ კინოში, ტელევიზიაში, ხშირია ადამიანის უფლებათა დარღვევა. დიდია ცდუნება, კამერამ გადააბიჯოს ეთიკის ზღვარს და ამ ცდუნებას ზოგჯერ ვერ უმკლავდებიან ხოლმე. ამ თემაზე გიორგი გვახარიასთან ერთად საუბრობენ ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე და კინოდოკუმენტალისტი ლია ჯაყელი.

ვიდეო კინოკამერა და მორალი - II ნაწილი

დოკუმენტურ კინოში, ტელევიზიაში, ხშირია ადამიანის უფლებათა დარღვევა. დიდია ცდუნება, კამერამ გადააბიჯოს ეთიკის ზღვარს და ამ ცდუნებას ზოგჯერ ვერ უმკლავდებიან ხოლმე. ამ თემაზე გიორგი გვახარიასთან ერთად საუბრობენ ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე და კინოდოკუმენტალისტი ლია ჯაყელი.

ვიდეო კინოკამერა და მორალი

დოკუმენტურ კინოში, ტელევიზიაში, ხშირია ადამიანის უფლებათა დარღვევა. დიდია ცდუნება, კამერამ გადააბიჯოს ეთიკის ზღვარს და ამ ცდუნებას ზოგჯერ ვერ უმკლავდებიან ხოლმე. ამ თემაზე გიორგი გვახარიასთან ერთად საუბრობენ ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე და კინოდოკუმენტალისტი ლია ჯაყელი.

03 მაისი 2012

ფოტოგალერეა  ”მე რეპორტიორი ვარ და არა ჯაშუში”

პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს, 3 მაისს თბილისში ”ადამიანის უფლებათა სახლის” ორგანიზებით გაიმართა თეატრალური აქცია დევიზით ”მე რეპორტიორი ვარ და არა ჯაშუში”. აქციის თვალებახვეულმა და პირაკრულმა მონაწილეებმა ამ ფორმით გააპროტესტეს ხელისუფლების მხრიდან მედიაზე ზეწოლის ფაქტები.

02 მაისი 2012

ვიდეო საპროტესტო აქცია ”დაისაჯონ მკვლელები”

”დაისაჯონ მკვლელები” - საპროტესტო აქცია ამ ლოზუნგით 2 მაისს დილის თორმეტი საათიდან დაიწყო და 2 საათზე კორტებთან გაგრძელდა. სწორედ იმ ადგილას, სადაც 2006 წლის 2 მაისს შსს-ს მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულური დაიღუპნენ. ვაზაგაშვილის და ხუბულურის ფოტოებმიკრულმა, 30 ავტომობილისგან შემდგარმა კოლონამ ჯერ ძალოვანი სტრუქტურების შენობებთან გააპროტესტა ექვსი წლის წინ მომხდარი ძალადობა, შემდეგ კი ხმაურიანი სიგნალით შეუერთდა კორტებთან გამართულ აქციას.

01 მაისი 2012

ვიდეო შეხვედრა ერგნეთში

ერგნეთში გაიმართა ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის 22-ე შეხვედრა, რომელზეც დაკავებულების გათავისუფლების საკითხი განიხილეს. მხარეები მივიდნენ შეთანხმებამდე, რომ კონფლიქტის ზონაში დანაღმული ტერიტორიების განაღმვა მოხდება და გამნაღმველებს პრობლემები არ შეექმნებათ. გარდა ამისა, ოსური დელაგაციის ხელმძღვანელმა მერაბ ჩიგოევმა განაცხადა, რომ თუ შესაბამის დავალებას მიიღებს, ერგნეთის ბაზრის გახსნის საკითხს მომავალი შეხვედრებისთვის მოამზადებს. მომდევნო შეხვედრა 25 მაისს გაიმართება.

მაისი 2012

კალენდარი

ყველაზე პოპულარული