რადიო თავისუფალი ევროპა / რადიო თავისუფლება 28 ენაზე მაუწყებლობს. ქვეყნებში, რომლებშიც ვაწარმოებთ მაუწყებლობას, ჩვენი პროგრამების უმრავლესობის მოსმენა შეიძლება ადგილობრივი რადიოსადგურების მეშვეობით, FM სიხშირეებსა და მოკლე ტალღებზე. რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება არის კერძო საერთაშორისო სამაუწყებლო კომპანია, რომელიც მაუწყებლობს აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის, რუსეთის, კავკასიის, ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებისთვის. მას, მაუწყებელობის მმართველთა საბჭოს მეშვეობით, აშშ-ის კონგრესი აფინანსებს. რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების მისიაა, ფაქტობრივი ინფორმაციისა თუ იდეების გავრცელებით, ხელი შეუწყოს დემოკრატიული ფასეულობებისა და ინსტიტუტების განმტკიცებას.
პატრიარქალური კულტურის ნიშნები, მასკულინური დომინანტური როლი ყოფის ნებისმიერ ასპექტში აისახება. ამ კულტურის კრიტიკოსები ფიქრობენ, რომ კრიტიკა რომ კრიტიკად არ დარჩეს, კონკრეტული გზების ძებნაა საჭირო. ამ გზებზე საუბრობს გადაცემის სტუმარი ლიტერატორი მაგდა კალანდაძე.
29 ივნისს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ლაშა ტუღუში, გაზეთ ”რეზონანსის” მთავარი რედაქტორი. მან ილაპარაკა საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებებზე, რომლებიც საკაბელო ოპერატორებს სატელევიზიო არხების გავრცელების ვალდებულებას აკისრებს.
სვანური კოშკების უდიდესი ნაწილი გადაუდებელ რესტავრაციას მოითხოვს. 400-ზე მეტი კოშკიდან ნახევარი უკვე დანგრეულია, ნახევარი კი სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო სამუშაოებს საჭიროებს. ზოგი ავარიული ნაგებობა საფრთხეს უქმნის მოსახლეობას, რადგან კოშკებიდან ქვები პირდაპირ საცხოვრებელი სახლების სახურავებსა და ეზოებში ცვივა.
თბილისში ფუნქციონირება დაიწყო ახალმა საბაგირო გზამ, რომელიც რიყის პარკს ნარიყალას ციხესთან აკავშირებს. თანამედროვე საბაგირო გზის მიმართ დიდ ინტერესს იჩენენ როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, ისე ტურისტები. საბაგირო გზით მგზავრობისას თვალწინ იშლება ძველი თბილისის ხედები.
რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო კოალიცია ”ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, რესპუბლიკელი თინა ხიდაშელი. მან საქართველოში წინასაარჩევნოდ შექმნილ ვითარებაზე გააკეთა კომენტარი და ”ქართული ოცნების” გეგმები და ამოცანები განიხილა.
26 ივნისს თბილისში, „მზიურში“, გაიმართა ხევსურული საღამო სახელწოდებით „მთის საჩუქარი ბარს“. კონცერტში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს რეგიონებიდან ჩამოსულმა ანსამბლებმა. გამომსვლელებს შორის იყვნენ როგორც პროფესიონალი, ისე მოყვარული შემსრულებლები.
დღეს ”თბილისის ჰამქრისთვის” ცნობილი გახდა მერიის არქიტექტურის სამსახურის ნებართვის შესახებ. ნებართვა გუდიაშვილის მოედანზე, N2-ში მდებარე შენობის ინვესტორს საშუალებას აძლევს, ჩაატაროს „სარეაბილიტაციო სამუშაობი (დაზვერვა, გაწმენდა, კონსერვაცია, რეკონსტრუქცია, რესტავრაცია, ადაპტაცია, უძრავი ძეგლის ცვლილება). მოედანზე სამუშოები უკვე მიმდინარეობს. ”თბილისის ჰამქარი” აცხადებს, რომ აღნიშნული ბრძანება ინვესტორს მოქმედების ზედმეტად ფართო ასპარეზს აძლევს.
რადიო თავისუფლების მედიასკოლის, საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოსა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ IREX G-MEDIA მულტიმედია განათლების ცენტრში ხორციელდება პროექტი „დისკუსიები მედიასკოლაში“.
26 ივნისს არასამთავრობო სექტორმა გაეროს წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღე აღნიშნა. ამასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა სახლის წევრმა ორგანიზაციებმა თბილისში, ვერის ბაღში აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა კიდევ ერთხელ მოუწოდეს ხელისუფლებას, მიიღოს ზომები წამების გახშირებული ფაქტების წინააღმდეგ.
რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო გაგა ჩხეიძე, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის პრეზიდენტი. მან ილაპარაკა ეგრეთ წოდებული ძველი კინოსტუდიის გასხვისების შესახებ.
თბილისში, კონტროლის პალატასთან, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულმა მოძრაობამ გამართა აქცია სახელწოდებით „ჭორაობის პალატა“. მოძრაობის წევრებმა პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროს ნათია მოგელაძეს დაუტოვეს საჩუქრებიანი კალათი, რომელშიც მოთავსებული იყო ყავა, ბანქო, მზესუმზირა, ფრჩხილების ლაქი, სიგარეტი... როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ თქვა, კონტროლის პალატა რეალურად ჭორების გავრცელებაზე მუშაობს და "ეს ყველაფერი სწორედ ჭორაობისთვის საჭირო ატრიბუტებია". დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა მოგელაძისთვის კალათის გადაცემაზე კატეგორიული უარი განაცხადეს.
ერთ თვეზე მეტი გავიდა თბილისში მომხდარი წყალდიდობიდან, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა; დაიტბორა და დაინგრა საცხოვრებელი სახლები. 16 მაისს ქალაქის საკრებულომ მხარი დაუჭირა წყალდიდობის გამო მერიის სარეზერვო ფონდიდან 3 მილიონი ლარის გამოყოფას. თუმცა, დაზარალებულთა ნაწილი დღეს აცხადებს, რომ მერია მათ შეუსაბამო ანაზღაურებას სთავაზობს და წყალდიდობის შედეგებს დაზარალებულნი საკუთარი ძალებით, თითქმის უშედეგოდ ებრძვიან.
რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო ცხოველთა უფლებადამცველი და ცხოველთა დაცვის საქველმოქმედო ფონდის, ”არგუსის” წარმომადგენელი რუსუდან ხუნწარია. მან ისაუბრა ცხოველთა თავშესაფრის შესახებ, რომელიც თბილისში, ისანი-სამგორის რაიონში გაიხსნა. თუმცა ცხოველთა უფლებების დამცველების ნაწილი ფიქრობს, რომ ეს თავშესაფარი არ არის საკმარისი უსახლკარო ცხოველების დასაცავად.
რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო მამუკა ანდღულაძე, ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მედიაანალიტიკოსი. მან ”გლობალ კონტაქტ კონსალტინგის" ანტენების დაყადაღებაზე გააკეთა კომენტარი და ამ საკითხის გარშემო გაჩენილი შეკითხვები მიმოიხილა.
ბაგრატის ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოები დროებით შეჩერდება, - განაცხადა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ნიკა ვაჩეიშვილმა 18 ივნისს, მას შემდეგ, რაც საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას თქვა, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები ტაძარში საპატრიარქოსთან შეუთანხმებლად, თვითნებურად მიმდინარეობდა და ამ პროცესის დაუყოვნებლივ შეჩერება მოითხოვა. რა ხდება დღეს ბაგრატის ტაძარში და რას ფიქრობენ ქუთაისელები განახლებულ ბაგრატზე?
თავისუფლების დღიურები - ეკა მაზმიშვილი
ქუთაისში ბევრს საუბრობენ როგორც ბაგრატის ტაძრის, ისე ქალაქში მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესახებ... ქალაქისგან განსხვავებით, ამ დროისათვის თითქმის სრულადაა შეწყვეტილი ბაგრატის ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოები. ბაგრატისთვის მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის საგანძურის სტატუსის მოხსნა-არმოხსნის საკითხი 24 ივნისს პეტერბურგში დანიშნულ იუნესკოს კომიტეტის სხდომაზე განიხილება.
რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო სახალხო დამცველის ოფისის მართლმსაჯულების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე სოფიო ბენაშვილი. მან ისაუბრა გაეროს სპეციალური მომხსენებლის მიერ მომზადებულ ანგარიშზე. 20 ივნისს გამოქვეყნდა მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების საკითხებზე გაეროს სპეციალური მომხსენებლის მაინა კიაის მიერ მომზადებულ საკმაოდ კრიტიკული ანგარიში საქართველოს შესახებ.
ლტოლვილთა საერთაშორისო დღეს, 20 ივნისს, გაეროს ლტოლვილთა უწყება, გლობალური კამპანია „დილემების“ ფარგლებში, მიმართავს სხვადასხვა სფეროს ცნობილი მოღვაწეების დახმარებას, რათა დაუპირისპირდეს ლტოლვილთა მიმართ შეუწყნარებლობისა და ქსენოფობიის გამოვლინებებს. ეს ვიდეოც, რომელშიც მონაწილეობს გაეროს ლტოლვილთა უზენაესი კომისარიატის საგანგებო დესპანი, ცნობილი კინოვარსკვლავი ანჯელინა ჯოლი, ამ კამპანიის ნაწილია (გაეროს ვიდეო)
რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო ხელოვნებათმცოდნე გოგი ხოშტარია. მან ისაუბრა ბაგრატის ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოების გარშემო უკანასკნელ დღეებში განვითარებული მოვლენების შესახებ.
დუშეთის რაიონის სოფელ ზემო მლეთის მოსახლეობა უკვე წლებია განსახლებას ითხოვს. სოფლის თავზე ჩამოწოლილი მეწყერი სიცოცხლისთვის საშიშია. მოხუცები და ბავშვები ფაქტობრივად მდინარის კალაპოტში ცხოვრობენ.
18 ივნისს შესრულდა ექვსი თვე ჩეხოსლოვაკიისა და ჩეხეთის ყოფილი პრეზიდენტის, ვაცლავ ჰაველის გარდაცვალებიდან. ამ თარიღს ეძღვნება პრაღაში გახსნილი გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილია მწერლისა და დისიდენტის ფოტოსურათები, გადაღებული 1988-2011 წლებში. სურათების ავტორები არიან ჩეხეთის საინფორმაციო სააგენტოს, ČTK-ს ფოტოგრაფები. აქამდე გამოუქვეყნებელი მრავალი სურათი აჩვენებს ჰაველის პრეზიდენტობის განსაკუთრებით საინტერესო და ინტიმურ მომენტებს. ჩვენს ფოტოგალერეაში წარმოგიდგენთ რამდენიმე სურათს გამოფენიდან, რომელიც 6 ივლისამდე გაგრძელდება.
თავისუფლების დღიურები - ეკა გიგაური
14 ივნისს საქართველოში აღინიშნა შეზღუდული შესაძლებლობის პირთა დღე. ამასთან დაკავშირებით საქართველოში პირველად გაიმართა საკალათბურთო მატჩი შეზღუდული შესაძლებლობის პირთა შორის, ხოლო არასამთავრობო ორგანიზაციამ "ვიმეგობროთ" უნისათლო და ხედვადაქვეითებულ პირებს უამბო წიგნზე, რომელიც მათთვის შეიქმნა და რომლის გაცნობის შემდეგაც მათ გადაადგილება უნდა გაუადვილდეთ.
ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრმა ”კამარამ” რამდენიმე ხნის წინ ნარკოტიკულ ნივთიერებაზე ყოფილ დამოკიდებულთა ნამუშევრების გამოფენა მოაწყო. ”კამარა” გასული წლის ოქტომბერში ფონდ ”ღია საზოგადოება - საქართველოს” ფინანსური მხარდაჭერით დაფუძნდა. ცენტრში ნარკოტიკულ ნივთიერებაზე დამოკიდებული ადამიანებისთვის რვა სახის თერაპია ტარდება, მათ შორის კი გამორჩეულია არტთერაპია. როგორც ცენტრში ამბობენ, პაციენტები, ფსიქოლოგების ინტენსიური დახმარებით, ”ფხიზელ ცხოვრებაში” დაბრუნებას სწავლობენ.
პოლონეთსა და უკრაინაში მიმდინარე ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე უკვე რამდენიმეჯერ მოხდა შეტაკებები სხვადასხვა ქვეყნის ქომაგებს შორის. ასე იყო 12 ივნისს ვარშავაშიც, პოლონეთისა და რუსეთის ეროვნული გუნდების მატჩის დაწყებამდე. შეხლა-შემოხლის შედეგად 15 პირი დაშავდა, ხოლო 140-ზე მეტი ქომაგი პოლიციამ დააკავა. თავად შეხვედრა დამთავრდა ფრედ - 1:1.
თბილისს ესტუმრა ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი. ის მონაწილეობას მიიღებს ნატოს კვირეულში, რომელიც ორშაბათს გაიხსნა საქართველოს დედაქალაქში. თბილისში ჩამოსვლამდე რამდენიმე დღით ადრე აპატურაიმ ინტერვიუ მისცა რადიო თავისუფლებას.
გახშირებულ მშენებლობებთან ერთად აქტუალური ხდება მუშების უსაფრთხოების საკითხიც. საქართველოს პროფკავშირების განცხადებით, მუშების სიკვდილიანობის მაჩვენებელი საგანგაშოდ არის გაზრდილი და ეს მთავრობის მხრიდან კონტროლის მექანიზმის არარსებობას უკავშირდება. დაქირავებული ხელოსნები ხშირად სათანადო აღჭურვილობის გარეშე და შეუსაბამო პირობებში მუშაობენ, რაც მათი დაზიანებისა და ზოგ შემთხვევაში, სიკვდილის მიზეზი ხდება.
საქართველოს ქალ მორაგბეთა ეროვნული ნაკრები რამდენიმე დღეში გაემგზავრება ბელგიაში, სადაც ევროპის ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას. როგორ ემზადებიან ქართველი მორაგბე ქალები და რა შანსები აქვს ქალთა რაგბის საქართველოში?
5 ივნისს გარემოს დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ავსტრალიელმა მუსიკოსმა Dub fx-მა თბილისში ქუჩის პერფორმანსი ჩაატარა საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრთან, გოგა ხაჩიძესთან ერთად.
5 ივნისს „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულმა ფრთამ თბილისში, თავისუფლების მოედანზე აქცია გამართა. აქტივისტებმა ხეების მასობრივი ჩეხვა გააპროტესტეს და ქალაქის მერთან, გიგი უგულავასთან შეხვედრა მოითხოვეს. აქციის მონაწილეებმა მთავრობას რამდენიმე მოთხოვნით მიმართეს, მათ შორის ხეების ჭრაზე მორატორიუმის გამოცხადების მოთხოვნითაც. თბილისის მერიის პრესსამსახური აქციასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.
რამდენად ხელმისაწვდომია საკვები საქართველოში? ერთი შეხედვით, ქვეყანაში სურსათის პრობლემა არ არსებობს, მაგრამ შიმშილობის შემთხვევები დროდადრო მაინც გვხვდება. ექსპერტების თქმით, საქართველო ძირითადად იმპორტზეა დამოკიდებული, რაც აისახება ფასებზე და მნიშვნელოვნად ამცირებს საკვებისადმი ხელმისაწვდომობას.
2-3 ივნისს, თბილისში, ახალ საფესტივალო ქალაქში, ფუნიკულიორის მიმდებარე ტერიტორიაზე, ყოველწლიური მუსიკალური ფესტივალი Tbilisi Open Air – 2012 გაიმართა, რომელშიც რვა უცხოელი და თოთხმეტი ქართველი არტისტი მონაწილეობდა. შემსრულებლებს შორის იყო ცნობილი რუსული როკ ჯგუფი ДДТ (DDT) და მისი სოლისტი იური შევჩუკი. წელს თბილისის ყოველწლიური მუსიკალური ფესტივალი მესამედ ჩატარდა.
ლონდონში, მდინარე ტემზაზე, სხვადასხვა ზომის ათასზე მეტმა ხომალდმა მიიღო მონაწილეობა გემების აღლუმში, რომელიც მიეძღვნა დედოფალ ელისაბედ მეორის ტახტზე ასვლის მე-60 წლისთავს. ასეთი მასშტაბის აღლუმი ინგლისში ბოლოს მე-17 საუკუნეში გაიმართა (რეიტერის ვიდეო).
31 მაისს თბილისში, მეიდანზე იტალიის რესპუბლიკის დღესასწაულთან დაკავშირებით იტალიის მებაირაღეთა საერთაშორისო ნაკრებმა წარმოდგენა გამართა. ღონისძიება იტალიის საელჩოს მიერ იყო ორგანიზებული და მასში იტალიის სხვადასხვა პროვინციის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. საზეიმო ცერემონიის დაწყებამდე დამსწრე საზოგადოებამ წუთიერი დუმილით მიაგო პატივი ემილია რომანაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულებს.
ამ გამოშვებაში გიამბობთ 90-იანი წლების ქუთაისზე და მის ალტერნატიულ კულტურაზე. რა დარჩა ამ კულტურიდან? რას აკეთებენ დღეს ქუთაისელი ავანგარდისტები? რა განსაზღვრავს საქართველოს მეორე ქალაქის სახეს?