შაბათი, 11 თებერვალი, 2012 თბილისის დრო 10:40

ახალი ამბები

ირანი არ აპირებს დისკუსიას მისი ბირთვული "უფლებების" თაობაზე

ტექსტის ზომა - +
29.09.2009
ირანის ატომური ენერგეტიკის უწყების ხელმძღვანელმა ალი აკბარ სალეჰიმ თქვა, რომ ირანი არ აპირებს დისკუსიას მის ბირთვულ უფლებებზე მსოფლიოს ექვს წამყვან ქვეყანასთან შეხვედრაზე ხუთშაბათს. ალეჰის თქმით, ამაში იგულისხმება ურანის გასამდიდრებელი ახალი ობიექტიც, რომლის შესახებაც ახლახან გავრცელდა ცნობა. ამასობაში ირანის პარლამენტმა დღეს გამოაქვეყნა განცხადება, რომ ირანმა შესაძლოა შეაჩეროს თანამშრომლობა, თუკი დასავლეთის ქვეყნები "ძველ შეცდომებს" გაიმეორებენ. 1-ლ ოქტომბერს ჟენევაში გაიმართება ირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე მოლაპარაკებები, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები - შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, რუსეთი და ჩინეთი - და ასევე გერმანია.
29 სექტემბერი 2009
29 სექტემბერი 2009

კალენდარი