პაკისტანში აშშ-ის უპილოტო თვითმფრინავით განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად, სულ ცოტა, 6 ექსტრემისტი დაიღუპა. ამის შესახებ პაკისტანის სადაზვერვო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა. საქმე ეხება მესამე სარაკეტო თავდასხმას, რომლის შესახებ ინფორმაციაც ბოლო დღე-ღამის მანძილზე გავცრელდა. საჰაერო დარტყმა ავღანეთის მოსაზღვრე ჩრდილოეთ ვაზირისტანის რეგიონში განხორციელდა.