შაბათი, 11 თებერვალი, 2012 თბილისის დრო 10:10

ახალი ამბები

ვაცლავ კლაუსის თქმით, ის პატივს სცემს ირლანდიაში "ლისაბონის ხელშეკრულების" მხარდაჭერას

ტექსტის ზომა - +
03.10.2009
ჩეხეთის პრეზიდენტ ვაცლავ კლაუსის განცხადებით, ის პატივს სცემს ირლანდელების გადაწყვეტილებას, მხარი დაუჭირონ "ლისაბონის ხელშეკრულებას", რომელიც ევროკავშირის რეფორმირების ითვალისწინებს. ამასთან, კლაუსს არ უთქვამს, თვითონ აპირებს თუ არა "ლისაბონის ხელშეკრულებაზე" ხელის მოწერას. კლაუსი, ცნობილი ევროკავშირისადმი სკეპტიკური დამოკიდებულებით, მკაცრად აკრიტიკებს ამ ხელშეკრულებას. ის და პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი ევროკავშირში ბოლო ორი ლიდერია, ვისი ხელმოწერაც აკლია "ლისაბონის ხელშეკრულებას" ძალაში შესასვლელად. ევროკომისიის თავმჯდომარე ჟოზე მანუელ ბაროზუმ, რომელიც უკვე მიესალმა ირლანდიაში გამართული რეფერენდუმის შედეგს, გამოთქვა იმედი, რომ ჩეხეთის რესპუბლიკისა და პოლონეთის პრეზლიდენტები რაც შეიძლება მალე მოაწერენ ხელს ხელშეკრულებას.
03 ოქტომბერი 2009
03 ოქტომბერი 2009

კალენდარი