ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ავღანელმა და ამერიკელმა ჯარისკაცებმა 40 ექსტრემისტი მოკლეს ბოლო დღე-ღამის განმავლობაში მთიან აღმოსავლეთ ავღანეთში მეამბოხეების წინააღმდეგ მიმართული ოპერაციის შედეგად. ეს ოპერაცია მოჰყვა ამერიკელ ჯარისკაცებზე მეამბოხეების თავდასხმას. თავდაცვის სამინისტროს პრეს-მდივნის განცხადებით, ასევე გასული დღე-ღამის მანძილზე ავღანეთის სხვადასხვა რეგიონში 10 ავღანელი ჯარისკაცი დაიღუპა.