შაბათი, 11 თებერვალი, 2012 თბილისის დრო 10:27

ახალი ამბები

პაკისტანის ძალები სამხრეთ ვაზირისტანში თალიბანს ებრძვიან

ტექსტის ზომა - +
25.10.2009
პაკისტანის სამხედროები განაგრძობენ თალიბანის წინააღმდეგ ფართომასშტაბიან შეტევას სამხრეთ ვაზირისტანის რეგიონში, ავღანეთის საზღვართან. სამხედრო ძალების ინფორმაციით, ჯარმა დაიკავა პაკისტანის თალიბანის ხელმძღვანელის, ჰაკიმულა მეჰსუდის ქალაქი კოტკაი, და წინ მიიწევს. მიმდინარე შეტევის სამიზნეა ექსტრემისტების ბაზები სამ სოფელში - სამში, ბადრში და ლადჰაში. ნახევრად ავტონომიურ სამხრეთ ვაზირისტანში პაკისტანის ჯარმა ოპერაცია 17 ოქტომბერს დაიწყო. სამხედრო უწყების ცნობით, მას შემდეგ 160-ზე მეტი ექსტრემისტი და დაახლოებით 20 ჯარისკაცი დაიღუპა. ამ მონაცემების დამოუკიდებლად გადამოწმება არ ხერხდება.
25 ოქტომბერი 2009
25 ოქტომბერი 2009

კალენდარი