შემდეგი გადაცემები:


ვალუტის კურსები

GEL / 
USD
1,8377
GEL / 
EUR
2,4177
GEL / 
RUB
0,0616

კურსები შეიძლება არ იყოს აქტუალური

ახალი ამბები

დაუდასტურებელი ცნობით, კარზაისა და აბდულაჰს შორის მოლაპარაკება ჩაიშალა 

ავღანეთის საპრეზიდენტო არვენების მეორე ტურის მონაწილე, აბდულა აბდულაჰი თავის პოზიციას 7 ნოემბრის კენჭისყრის შესახებ კვირას გამოაცხადებს. ამის შესახებ აბდულაჰის წარმომადგენელმა უთხრა რადიო თავისუფალ ავღანეთს.
დასავლეთში გავრცელებული დაუდასტურებელი ინფორმაციით, არჩევნების თაობაზე მოლაპარაკება ავღანეთის პრეზიდენტს და მისი მეტოქეს, ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს, აბდულაჰ აბდულაჰს შორის, ჩაიშალა და აბდულაჰმა შეიძლება ბოიკოტი გამოუცხადოს მომავალ კვირაში დანიშნულ მეორე ტურს. ცნობა გაავრცელეს აშშ-ის მაუწყებელმა "სი-ენ-ენ-მა" და "ასოშიეტიდ პრესმა". ორივემ დაასახელა დასავლური წყარო, რომელმაც ვინაობა არ გაამხილა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა განაცხადა: რომც არ მიიღოს რომელიმე კანდიდატმა მონაწილეობა კენჭისყრაში, არჩევნები კანონიერებას არ დაკარგავს.
კარზაის და აბდულაჰს შორის კენჭისყრა დაინიშნა მას მერე, რაც გაეროს მეთვალყურეებმა განაცხადეს, რომ აგვისტოს არჩევნების შედეგად კარზაის გამარჯვება დარღვევებთან იყო დაკავშირებული.

წინაშემდეგი
31 ოქტომბერი 2009
წინაშემდეგი
31 ოქტომბერი 2009
ტექსტის ზომა - +

კალენდარი

პროდუქტები და ფუნქციები

პოდკასტიRSS