კვირა, 05 თებერვალი, 2012 თბილისის დრო 16:12

ახალი ამბები

ბრაუნი ავღანეთს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას თხოვს

ტექსტის ზომა - +
06.11.2009
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა გორდონ ბრაუნმა დღეს განაცხადა, რომ ბრიტანეთი მომავალში უფრო დიდ რისკზე წასვლას არ აპირებს, თუკი ავღანეთის ახალი მთავრობა არ შეამცირებს კორუფციას. გორდონმა ეს გაფრთხილება ლონდონში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. გორდონმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ საბრძოლო ოპერაციის წარმატება ავღანეთში სასიცოცხლოდ აუცილებელია ბრიტანეთისთვის. აღსანიშნავია, რომ ბოლო გამოკითხვებით საზოგადოების სულ უფრო მცირე ნაწილი უჭერს მხარს ბრიტანეთის სამხედრო მონაწილეობას ავღანეთში. ბოლო კვირის განმავლობაში ავღანეთში 7 ბრიტანელი სამხედრო მოსამსახურე მოკლეს. ბრიტანეთს ავღანეთში 9 000 სამხედრო მოსამსახურე ჰყავს. ცოტა ხნის წინ გორდონ ბრაუნმა განაცხადა, რომ აპირებს კიდევ 50 ჯარისკაცით გაზარდოს ბრიტანული სამხედრო მისიის რაოდენობა.
06 ნოემბერი 2009
06 ნოემბერი 2009

კალენდარი