დასრულდა თურქმენეთის და ირანის შემაკავშირებელი მილსადენის მშენებლობა
თურქმენეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, ამ ქვეყანამ დაასრულა ირანისკენ მიმავალი გაზსადენის მშენებლობა. გაზსადენი დეკემბერში ამოქმედდება და გაზს თურქმენეთის სამხრეთიდან მიაწვდის ირანს. მოსკოვს მონოპოლია აქვს თურქმენეთის გაზის გატანაზე. აშხაბადი საექსპორტო მარშრუტების გაფართოებას ცდილობს.