პაკისტანში ირანის საკონსულოს ადგილობრივი თანამშრომელი მოკლეს
პაკისტანის ქალაქ ფეშავარში მდებარე ირანის საკონსულოს ადგილობრივი თანამშრომელი მოკლეს. პოლიციის ცნობით, აბულ ჰასან ჯაფრის ხუთშაბათს დაესხნენ თავს მის სახლთან. თავდამსხმელი მიიმალა. ჯაფრი საკონსულოს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებას ხელმძღვანელობდა.